როგორი წესები უნდა დაიცვათ ძაღლის სეირნობისას - rogor.ge

როგორი წესები უნდა დაიცვათ ძაღლის სეირნობისას

გაუღიმეთ სხვა ძაღლებს და მიესალმეთ მათ პატრონებს: არ იფიქროთ, რომ ყველა გამვლელ ძაღლს თათი უნდა ჩამოართვათ ან აუცილებელია, მის პატრონს გამოელაპარაკოთ. საკმარისია, გაიღიმოთ ან თავის დაქნევით მიესალმოთ, ეს ზრდილობისა და გულწრფელობის ნიშანია.

სეირნობისას ძაღლისთვის სახლიდან გაიყოლეთ მისი საყვარელი სასუსნავი! სეირნობისას სასუსნავებით სავსე ჩანთა ან ჯიბე სხვადასხვა სიტუაციის მოგვარებაში დაგეხმარებათ. მაგალითად, თუ თქვენი ბინადარი საბელიდან გაძვრება, თავისუფლად დარბის და არ სურს თქვენთან დაბრუნება... სწორედ ამიტომ, პრობლემის მოსაგვარებლად საუკეთესო შესაძლებლობა გაქვთ. ამ დროს, უბრალოდ შესთავაზეთ თქვენს ძაღლს მისთვის გემრიელი სასუსნავი.

ჩაიცვით შესაბამისად! არავინ მიდის სავარჯიშოდ სმოკინგით ან ოფიციალურ შეხვედრაზე სპორტული ტანსაცმლით. მსგავსი წესი არსებობს ძაღლის სასეირნოდ გაყვანისას. თუ შინაურ ცხოველს ასეირნებთ ცივ ამინდში, ქურთუკმა თქვენს მოძრაობას ხელი არ უნდა შეუშალოს. დაიმახსოვრეთ, რომ შესაძლოა მოგიწიოთ სირბილი ან უეცრად აღმოჩნდეთ ტალახში. გაგრძელება