როგორ გაიგოთ ღირს თუ არა სამუშაოდ იმ კომპანიაში დაბრუნება, საიდანაც ერთხელ უკვე წამოხვედით - rogor.ge

როგორ გაიგოთ ღირს თუ არა სამუშაოდ იმ კომპანიაში დაბრუნება, საიდანაც ერთხელ უკვე წამოხვედით

რა სარგებლობა მოაქვს ყოფილ სამსახურში დაბრუნებას?

თქვენ უკვე იცით, რას აკეთებს კომპანია და რა სამიზნე აუდიტორიისთვის მუშაობს. კოლეგებმა კარგად იციან თქვენი შესაძლებლობები და პიროვნული თვისებები. თუმცა, უფროსებთან საუბრის თავიდან აცილება მაინც შეუძლებელია - თქვენ და თქვენს მენეჯერს მოგიწევთ თანამშრომლობის ახალი პირობების განხილვა.

კომპანიაში ხანგრძლივი ადაპტაცია არ იქნება

შეგიძლიათ დაუყოვნებლივ დაიწყოთ მუშაობა. თქვენ არ გჭირდებათ დროის დაკარგვა კომპანიის მუშაობისა და შიდა წესების გასაცნობად: თქვენ უკვე კარგად იცით ეს ყველაფერი. შესაძლოა განსაზღვრული გამოსაცდელი პერიოდი გქონდეთ, იმიტომ რომ უფრო მაღალ თანამდებობაზე გადაინაცვლოთ, თუმცა ამ ეტაპების გავლა გაგიადვილდებათ. თავიდანვე ნაცნობი გარემო იქნება. ეს აუცილებლად გამოიწვევს თქვენში სასიამოვნო ასოციაციებს - წინააღმდეგ შემთხვევაში ძნელად დაბრუნდებოდით.

რა უარყოფითი მხარეები აქვს ასეთ დაბრუნებას

მენეჯერმა შეიძლება ეჭვქვეშ დააყენოს თქვენი ერთგულება

თუ თქვენი ინიციატივით დაბრუნდით, უფროსს შესაძლოა რწმენა აღარ ჰქონდეს თქვენ მიმართ. ვერავინ იძლევა იმის გარანტიას, რომ ადამიანმა, რომელმაც ერთხელ დატოვა კომპანია, აღარ გააკეთებს ამას. მაგალითად, თუ სიტუაცია იცვლება შრომის ბაზარზე და კონკურენტები გვთავაზობენ მაღალ ხელფასს. ასეთ სიტუაციებში უჩვეულო არაფერია. მაგრამ თუ კომპანია ინვესტიციას განახორციელებს თანამშრომლების განათლებასა და მათ პროფესიულ განვითარებაში, მაშინ მენეჯერს სურს დარწმუნებული იყოს, რომ ეს ინვესტიციები ანაზღაურდება და თუ თანამშრომელს გრძელვადიანი პროექტის ხელმძღვანელობა დაევალება, მაშინ არავის გაუხარდება, თუ შუა გზაზე ახალი შემსრულებელი უნდა ეძებოს. ამიტომ უნდა აჩვენოთ, რომ მაშინვე არ ეძებთ საუკეთესო სამუშაო შესაძლებლობებს.

კოლეგებმა შეიძლება თქვენი წასვლა ღალატად ჩათვალონ

ისინი, ვინც აქ დიდი ხნის განმავლობაში მუშაობენ და კომპანიას ეპყრობიან როგორც ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს და არა მხოლოდ ფულის შოვნის ადგილს, შეუძლიათ ასე იფიქრონ. ალბათ, უარესად მოგექცევიან ვიდრე ადრე. ცრურწმენებს შეიძლება გაუმკლავდეთ, თუ მათ ღიად უთხარით, რამ გაიძულათ წასვლა ან დაბრუნება. რა თქმა უნდა, გულწრფელი საუბრები უნდა წარიმართოს მხოლოდ მათთან, ვისაც გულწრფელად პატივს სცემთ და ვისი აზრიც ნამდვილად გაინტერესებთ.

როგორ გადაწყვიტოთ დაუბრუნდეთ თუ არა ძველ სამუშაოს

თუ სერიოზულად აპირებთ დაბრუნებას, შეეცადეთ უპასუხოთ რამდენიმე კითხვას:

  • არსებობს თუ არა მიზეზი, რამაც სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვალა. მაგალითად, თუ ადრე მუდმივი კონფლიქტი გქონდათ განყოფილების უფროსთან, უნდა გაარკვიოთ, ისევ მისი ხელმძღვანელობის ქვეშ თუ მოხვდებით.
  • შესაძლოა ეს სამუშაო ადგილი თქვენთვის უფრო მიმზიდველია, ვიდრე ახლანდელი. თუ კვლავ გადაწყვეტთ წასვლას, ეს ნიშნავს, რომ ახალი კომპანიაც არაა თქვენთვის შესაფერისი. აზრი აქვს ჩამოვწეროთ მიმდინარე და ძველი სამუშაოების ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე და შემდეგ განსაზღვრეთ, თუ რომელი ფირმის რომელი უპირატესობაა ახლა თქვენთვის პრიორიტეტული.
  • რა პირობები შეიძლება შემოგთავაზოთ სხვა კომპანიებმა. ღირს განიხილოთ წინა სამუშაო ადგილზე დაბრუნება სხვა დასაქმების ვარიანტებთან ერთად. უმჯობესია არ იჩქაროთ, არამედ დეტალურად შეისწავლოთ ყველა ის შესაძლებლობა, რასაც ბაზარი გვთავაზობს. მხოლოდ ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილება.