6 რამ, რაც ბავშვებმა უნდა იცოდნენ უფროსებისგან - rogor.ge

6 რამ, რაც ბავშვებმა უნდა იცოდნენ უფროსებისგან

ძირითადი საკვების მომზადება

ბავშვებს არ სჭირდებათ ოსტატი მზარეულები გახდნენ, მაგრამ მარტივი და საბაზისო კერძების მომზადების ცოდნა აუცილებელია. ერთი მხრივ, ისინი დაზოგავენ ფულს და ფინანსურად წინ წავლენ. გარდა ამისა, სამზარეულო არის გადარჩენის ძირითადი საშუალება. ბავშვებმა უნდა იცოდნენ როგორ გააკეთონ სულ მცირე რამდენიმე ძირითადი რამ, როგორიცაა: კვერცხი, მაკარონი, ბოსტნეული, სალათები. დაიწყეთ სწავლა მარტივით, შემდეგ გაართულეთ. შეგიძლიათ გამოიყენოთ YouTube-ის კულინარიული გაკვეთილები.

1-1685520943.jpg

დაწერეთ მადლობის ბარათები

მადლობის ბარათების წერა მოდიდან ამოვარდა, ბევრი ადამიანი უბრალოდ წერს სწრაფ ელ-ფოსტას ან ტექსტს, რათა მადლობა გადაუხადოს ვინმეს - ან კიდევ უარესი, საერთოდ არ ამბობს მადლობას. შესაძლოა თქვენს შვილს სამადლობელი ბარათების ყუთი და საფოსტო მარკები უყიდოთ, რათა კიდევ უფრო ადვილი იყოს მადლიერების გამოხატვა.

აკონტროლეთ ბიუჯეტი

თუ გსურთ, რომ თქვენს შვილს გაუადვილდეს ფულის მართვა, აჩვენეთ, როგორ შექმნას ბიუჯეტი. მიუხედავად იმისა, რომ თქვენ შეიძლება ამ ყველაფერს ქაღალდზე წერდეთ, თქვენი შვილი ამისთვის აპლიკაციას გამოიყენებს. კარგია თუ მათ მიაჩვევთ ამ ყველაფერს თინეიჯერობის ასაკიდან და მანამდეც.

გადადეთ დანაზოგი

ასწავლეთ თქვენს შვილებს გადაუდებელი დანაზოგების მნიშვნელობა, როგორიცაა მოულოდნელი ხარჯები, რაიმეს შეკეთება, სამედიცინო მომსახურება და სხვა. რაც უფრო მეტი აქვთ დანაზოგი გადაუდებელი შემთხვევებისთვის, მით ნაკლები კრედიტის ან სესხის აღება მოუწევთ.

4-1685520962.jpg

ასწავლეთ გაცვეთილი საბურავის შეცვლა

ასწავლეთ თქვენს შვილებს როგორ შეცვალონ საბურავი ახლავე, გადაუდებელ სიტუაციამდე. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ დაუფლებული ეს უნარი, შეგიძლიათ ინტერნეტში მოიძიოთ ხელმისაწვდომი სასწავლო ვიდეოები, ან შეგიძლიათ ეწვიოთ სანდო მეგობარს ან მექანიკოსს, რომელსაც შეუძლია გასწავლოთ ეს ყოველივე.

5-1685522560.jpg

შეეცადეთ არ "დაწვათ ხიდები"

შესაძლოა მოზარდი გამარჯვებულად გრძნობდეს თავს, რომ თავის მკაცრ უფროსს ელექტრონული ფოსტით თავისი დამოკიდებულების შესახებ უამბოს. ასწავლეთ მას, რომ იმპულსური გადაწყვეტილებები არ არის სასარგებლო. ასწავლეთ თქვენს შვილებს, რომ სჯობს მოიცადონ, დაფიქრდნენ, იქნებ რამდენიმე საათით მაინც შეაყოვნონ ნეგატიური ტექსტის გაგზავნა.

წყარო: extramile.thehartford.com