რა უნდა გააკეთოს ახალდაქორწინებულმა წყვილმა ორსულობის დაგეგმვამდე? - აუცილებელი რჩევები რეპროდუქტოლოგისგან
როგორი უნდა იყოს ორსულობის წინა მოსამზადებელი პერიოდი?
- ამერიკელი მედიკოსები გვაძლევენ 17 რჩევას, თუ როგორ მოვემზადოთ ორსულობისთვის. ამ რჩევების მიყოლა უმეტესწილად ჩვენთვის გარკვეულ სიძნელებთან არის დაკავშირებული, მაგრამ რამდენიმე მათგანი აუცილებლად უნდა შესრულდეს და ამისთვის წყვილის სურვილი საკმარისია. მაგალითად, ფოლიუმის მჟავის მიღება, სიგარეტსა და ალკოჰოლურ სასმელზე უარის თქმა, სტრესული სიტუაციების თავიდან აცილება, ჯანმრთელ კვებაზე გადასვლა, ჩასახვის საწინააღმდეგო აბების მიღების შეწყვეტა, წონის კლება, კოფეინის მიღების შემცირება, სტომატოლოგთან ვიზიტი და ა.შ. სასურველია ინფექციებსა და ვირუსებზე გამოკვლევა. სრულფასოვნად გავლილი მოსამზადებელი პერიოდი ამცირებს ორსულობის პერიოდში რაიმე გართულების გამოვლენის რისკს, რითაც თქვენ იცავთ არა მარტო საკუთარ თავს, არამედ მომავალ შვილსაც.
როგორი უნდა იყოს ქალისა და მამაკაცის კვების, ძილის, დღის რეჟიმი?
- ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ცხოვრების სწორ რეჟიმზე. ზოგჯერ არასწორი კვება, ძილი და სტრესი უშვილობის მიზეზი ხდება. უმეტესწილად ამ დროს ხდება ციკლის დარღვევა, მამაკაცებში კი - აქტიურად მოძრავი სპერმატოზოიდების შემცირება. კვების დროს ყურადღება უნდა მიექცეს „ა“ ვიტამინს. მისმა გადაჭარბებულმა მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფის რაიმე სახის დეფექტი. მომავალმა ორსულებმა ყოველდღე უნდა მიიღონ ბოსტნეული, ხილი, რძის პროდუქტი. ქალმა უნდა მიაღწიოს სასურველ წონას, რათა ორსულობაში არ შეიქმნას ჭარბწონიანობის პრობლემა, რომელმაც თავის მხრივ შეიძლება გამოიწვიოს გესტაციური დიაბეტი და სხვა გართულებები. კარგია თევზის მიღება, იგი შიცავს ომეგა3-ს და D ვიტამინს. რაც შეეხება ძილს, 8-საათიანი ძილი აუცილებელია, მაგრამ არა დილის ხარჯზე. სასუველია ღამით 22:00 საათზე დაძინება და დილით 6-7 საათზე ადგომა. გაგრძელება