თუ მაგარი და ბებერი სატაცური იყიდეთ, არ გადაყაროთ! ჩვენ გასწავლით, როგორ უნდა მოიქცეთ
როგორ მოვამზადოთ მწვანე სატაცური
სატაცური ადვილად მოსამზადებელია, მაგრამ ასევე ძალიან ადვილად ფუჭდება. პირველ რიგში, თქვენ უნდა იცოდეთ მისი გარჩევა. ახალგაზრდა და წვნიანი სატაცური უბრალოდ უნდა გარეცხოთ, შემდეგ შეწვათ, ან გამოაცხოთ.
სატაცურის ბოლოებს გადატეხავენ იქ, სადაც გადაღუნვისას ბუნებრივად ტყდება. მაგრამ თუ არ გსურთ მისი გადაყრა, შეგიძლიათ ბოსტნეულის საფცქვნელით გაფცქვნათ, დაჭრათ და ბოსტნეულთან ერთად ჩაშუშოთ.
ახალგაზრდა სატაცურის გარჩევა ძველისგან ძალიან ადვილია. რაც უფრო თხელია ღერო, მით უფრო ახალგაზრდაა სატაცური და პირიქით. ძველ სატაცურს შეიძლება ჰქონდეს წანაზარდები თესლით. გარდა ამისა, ახალგაზრდა სატაცურს არ უნდა ჰქონდეს უცხო სუნი.
თუ სახლში უკვე გაქვთ ძველი სატაცური, არ იჩქაროთ მისი გადაგდება. გატეხეთ ბოლოები. შეიარაღდით ბოსტნეულის საფცქვნელით და „გაპარსეთ“ პროდუქტი, მოაცილეთ მწვანე კანი ღეროებიდან. ამრიგად, თქვენ ამოიღებთ ყველაზე მაგარ ნაწილს, ხოლო თავად სატაცური მომზადების შემდეგ წვნიანი და რბილი გახდება. ყველაფერი გენიალური - მარტივია!