როგორ მოიქცეთ, თუ ბინა იპოთეკით გაქვთ და დეველოპერი გაკოტრდა - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ ბინა იპოთეკით გაქვთ და დეველოპერი გაკოტრდა

სოფო ჩვენი რესპონდენტი და ერთერთი დაზარალებულია, რომელსაც თბილისში საკუთარი ბინა კორპუსის ტიპის საცხოვრებელში 2017 წელს დასრულებული თეთრი კარკასით უნდა ჩაბარებოდა. ახლა 2023 წელია, სოფო კვლავ ქირით ცხოვრობს, კორპუსი დასრულებული არ არის, თავდაპირველი დეველოპერი გაკოტრდა, მფლობელებს ჩამოართვეს კომპანია თავისი აქტივებითა და ვალდებულებებით და პატიმრობაც შეუფარდეს. მათ ბრალად ედებოდათ საცხოვრებელი ბინების შესაძენად გადახდილი თანხების მითვისება. 2020 წელს, კორპუსი, რომელშიც ჩვენი რესპონდენტის ბინა მდებარეობს, სხვა სამშენებლო კომპანიამ გადაიბარა, რომელმაც შეცვალა პირობები და მიუხედავად იმისა, რომ მენაშენეებს თეთრი კარკასის ღირებულება აქვთ გადახდილი, მათ კორპუსის დასრულება და შავი კარკასის მდგომარეობამდე მიყვანას დაჰპირდნენ. მშენებლობა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და კორპუსი, რომელშიც ადამიანები 2017 წლიდან უნდა შესახლებულიყვნენ, დასრულებული ჯერჯერობით არ არის. გაგრძელება

წყარო: ss.ge