როგორ გადააქცევს თქვენს ცხოვრებას კოშმარად ზოდიაქოს 3 ნიშნით დაბადებული მამაკაცი - rogor.ge

როგორ გადააქცევს თქვენს ცხოვრებას კოშმარად ზოდიაქოს 3 ნიშნით დაბადებული მამაკაცი

მშვილდოსანი

მშვილდოსანი ალბათ ზოდიაქოს ყველაზე დამოუკიდებელი ნიშანია. გარდა ამისა, ისინი ძალიან ჯიუტები არიან, რაც უკვე იმაზე მეტყველებს, რომ არ დათმობენ პარტნიორს. ისინი მიჩვეულები არიან საკუთარი სიამოვნებისთვის ცხოვრებას. და თუ გინდათ მათთან ახლოს იყოთ, მაშინ უნდა მოერგოთ მის ხუშტურებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მამაკაცი მშვილდოსანი უბრალოდ „გაგანადგურებთ". ამ ზოდიაქოს თანავარსკვლავედის წარმომადგენლებთან ურთიერთობის დამყარება საშიშია ნერვული სისტემისთვის.

თხის რქა

თხის რქებს კვირაში შვიდი პარასკევი აქვთ. და, ალბათ, არც ისე ტრაგიკული იქნებოდა ისინი სანგვინიკები რომ იყვნენ. მაგრამ არა, თხის რქები მელანქოლიურები არიან. მათ არა მხოლოდ არ შეუძლიათ გადაწყვიტონ რა სჭირდებათ, არამედ ამის გამო დეპრესიაშიც ვარდებიან. დარწმუნებული იყავით, რომ ასეთი მამაკაცების გვერდით მუდმივად გაურკვევლობაში იქნებით. ჯანსაღ ურთიერთობებზე საუბარიც ზედმეტია.

სასწორი

ასტროლოგები ამბობენ, რომ სასწორი ზოდიაქოს ერთ-ერთი ყველაზე გადაუწყვეტელი ნიშანია. ისინი ძალიან დიდხანს სცემენ ბოლთას, ბევრს ფიქრობენ, აანალიზებენ ყველა დადებითი და უარყოფითი მხარეს. ისინი არ არიან მზად ურთიერთობის გასავითარებლად. მათთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველაფერი ისე იყოს, როგორც თავად მოიფიქრეს. რასაც თქვენ აკეთებთ, შეიძლება მათში გაბრაზება, წყენა, რისხვა გამოიწვიოს. ეს ის შემთხვევაა, როცა კაცისთვის დედა უნდა იყო, რომ ასიამოვნო.