მზისგან დამცავი კრემი და სახის პილინგი - როგორ შევინარჩუნოთ ბზინავი და კრიალა კანი ზაფხულში - rogor.ge

მზისგან დამცავი კრემი და სახის პილინგი - როგორ შევინარჩუნოთ ბზინავი და კრიალა კანი ზაფხულში

აკონტროლეთ თქვენი რაციონი

რასაც ჭამთ და სვამთ გავლენას ახდენს თქვენს გარეგნობაზე და კანის ჯანმრთელობაზე. საუკეთესო საკვები კანის ელასტიკურობისა და ბზინვარების შესანარჩუნებლად ცხიმოვანი მჟავებია.

თქვენ შეგიძლიათ იპოვოთ ეს ცხიმოვანი მჟავები თევზში, თხილში, თესლებში და მცენარეულ ზეთებში. დიეტა ამ სასარგებლო ცხიმის სათანადო რაოდენობით ამცირებს აკნეს რისკს, მართავს ცხიმის გამომუშავებას და ანელებს კანის ნაადრევ დაბერებას.

გამოიყენეთ მზისგან დამცავი კრემი

იმისათვის, რომ თქვენი კანი იყოს ჯანსაღი და ნაოჭების გარეშე, გამოიყენეთ მზისგან დამცავი საშუალება ყოველდღე. მზისგან დამცავი კრემი უნდა იყოს მინიმუმ SPF 15. ხელახლა წაისვით ყოველ ორ საათში ერთხელ.

ასევე, იყავით ჩრდილში რაც შეიძლება ხშირად და ატარეთ ტანსაცმელი, რომელიც იცავს თქვენს კანს. გაგრძელება