როგორ გაალამაზოთ ჩვეულებრივი დღე - 8 რჩევა - rogor.ge

როგორ გაალამაზოთ ჩვეულებრივი დღე - 8 რჩევა

ისწავლეთ რაიმე ახალი

სწავლა ეხმარება ტვინს უფრო ეფექტურად იმუშაოს და აუმჯობესებს სტრესისადმი მდგრადობას. შეგიძლიათ ნელ-ნელა, მაგრამ რეგულარულად ისწავლოთ ახალი და სწავლა ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ. ყოველდღიურად შეასრულეთ საკუთარი თავისთვის მარტივი ამოცანები: მაგალითად, შეეცადეთ ისწავლოთ 10 სიტყვა უცხო ენაზე, მოამზადოთ კერძი, რომელიც აქამდე არ გაგიკეთებიათ ან წაიკითხოთ სტატია, რომელსაც დიდი ხნის განმავლობაში გეგმავდით. სწავლის გასაადვილებლად განსაზღვრეთ ის სფეროები, რომლებიც გაინტერესებთ. დააკვირდით თქვენს რეაქციას სხვადასხვა ობიექტებსა და აქტივობებზე. მაგალითად, თუ მოგწონთ მუსიკის მოსმენა, შეგიძლიათ მოძებნოთ ახალი ჟანრები და კომპოზიციები. ხოლო თუ სიარული მოგწონთ, დაათვალიერეთ ქალაქის სხვადასხვა უბანი და მოიძიეთ ინფორმაცია იმ შენობების შესახებ, რომლებსაც ირგვლივ ხედავთ.

შეცვალეთ გარემო

ნაცნობი გარემოდან გასასვლელად არ არის საჭირო ქალაქიდან გასვლა. მიირთვით ლანჩი ახალ კაფეში, იმუშავეთ სამუშაო სივრცეში, ეწვიეთ მუზეუმს, სადაც აქამდე არ ყოფილხართ. ან დაჯავშნეთ სასტუმროს ნომერი რამდენიმე დღით სხვა უბანში, რომელიც ყოველთვის გიყვარდათ და თავი ტურისტად წარმოაჩინეთ.

სახლში ასევე შეგიძლიათ განიტვირთოთ. განაახლეთ ინტერიერი, დატკბით სასიამოვნო წვრილმანებით - ლამაზი თეთრეული, სურნელოვანი სანთელი ან ახალი ფინჯანი. წესად აქციეთ ყვავილების ყიდვა სახლისთვის. ჯერ ერთი, ის ლამაზია და მეორეც, კარგ გავლენას ახდენს კეთილდღეობაზე – მაგალითად, მას შეუძლია დაეხმაროს შფოთვასა და დაღლილობას.

2-1684223955.jpg

გამოიყენეთ ნივთები განსაკუთრებული შემთხვევებისთვის

თქვენ არ გჭირდებათ ლოდინი მნიშვნელოვან მომენტამდე, რათა ისიამოვნოთ თქვენთვის სასურველი ნივთებით. ჩაიცვით კაბა ან პერანგი სამუშაო დღეებში, თუ სამსახურში შეგიძლიათ ჩაცმა. დაისხით სუნამო, რომელიც სადღესასწაულო განწყობას შეგიქმნით.

დაეხმარეთ ვინმეს

მოხალისეობას შეუძლია გააუმჯობესოს არა მხოლოდ თქვენს გარშემო არსებული სამყარო, არამედ თქვენი ცხოვრებაც - სხვების უსასყიდლო დახმარება გიხსნით დეპრესიისგან და გაზრდის თქვენი ბედნიერების დონეს. ამისთვის კვირაში ორიოდე საათიც საკმარისია: საჭმელი წაიღეთ ცხოველთა თავშესაფარში, დაეხმარეთ მეგობრის შვილს მათემატიკაში და სხვა. თუ თავისუფალი დრო გაქვთ, მიიღეთ მონაწილეობა მოხალისეობრივ პროექტებში. ეს არის ახალი მეგობრების შეძენისა და სასარგებლო გამოცდილების მიღების შანსი.

იზრუნეთ თქვენს სხეულზე

აირჩიეთ ის, რაც ნამდვილ სიამოვნებას განიჭებთ. დაკავდით სპორტით, გაიკეთეთ მანიკური ან მასაჟი. თუ დრო არ გაქვთ სპორტდარბაზისთვის ან სილამაზის სალონისთვის, შეგიძლიათ გაიკეთოთ სახის ნიღაბი, ან მიიღეთ სურნელოვანი ქაფით აბაზანა. სასიამოვნო პროცედურისთვის მზადება ასევე შეიძლება იყოს სიამოვნება, როგორიცაა აბაზანის ბომბების და ტანის ლოსიონების შეძენა. სხვადასხვა არომატისა და ტექსტურის წყალობით, თქვენ შეგიძლიათ შეუქმნათ საკუთარ თავს განსაკუთრებული განწყობა.

ესაუბრეთ უცნობს

მაშინაც კი, თუ ადამიანს ცხოვრებაში პირველად ხედავთ, მასთან კომუნიკაციამ შეიძლება უფრო ბედნიერი გაგხადოთ. თუ ძნელია სასაუბრო თემის პოვნა, დაიწყეთ იმით, რაც თქვენ გარშემო ხდება. მაგალითად, სპორტდარბაზში შეგიძლიათ იკითხოთ რჩევა მწვრთნელის არჩევასთან დაკავშირებით. კონფერენციაზე კი - გამოსვლების შთაბეჭდილებების გააზიარეთ. ასე გაიუმჯობესებთ განწყობას და შეიძენთ ნაცნობებს.

დაუთმეთ დრო საკუთარ თავს

დატვირთულ დღეებშიც კი მნიშვნელოვანია ამოსუნთქვისა და დასვენების შესაძლებლობა იპოვოთ. გამოყავით მინიმუმ 7 საათი ძილისთვის, დანარჩენი დრო შეგიძლიათ დაუთმოთ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობას, ვარჯიშს, ახალი სერიალის ყურებას და ყველაფერს, რაც სიამოვნებას განიჭებთ. ასევე, დაუთმეთ საკუთარ თავს დღეში მინიმუმ 15-30 წუთი, როცა არსად გეჩქარებათ. გააკეთეთ ის, რაც თავში მოგივათ: წაიკითხეთ, წადით სასეირნოდ, უყურეთ ფილმს ან უბრალოდ მშვიდად დაჯექით და დალიეთ ყავა.

7-1684223973.jpg

სცადეთ უჩვეულო ჰობი

სიხარული და შთაგონება შეგიძლიათ იპოვოთ ახალ ჰობიში. სცადეთ სხვადასხვა აქტივობა, რათა გაიგოთ რა მოგწონთ ყველაზე მეტად. ჰობი გეხმარებათ არა მხოლოდ გაერთოთ და დაივიწყოთ რუტინა გარკვეული ხნით, არამედ გააფართოვოთ თქვენი თვალსაწიერი.