როგორ მოიქცეთ, თუ სექსის სურვილი გაგიქრათ - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ სექსის სურვილი გაგიქრათ

თუ გაჩნდა ბავშვი

ბავშვის გაჩენის შემდეგ, სექსის სურვილი ტოვებს "სცენას". ქალი ბავშვით არის დაკავებული და მხოლოდ ერთი რამ უნდა: ძილი! „სანამ დედა და მისი სხეული ახალ პირობებს არ მოერგება, ჰორმონალური ცვლილებებისა და დაღლილობის გამო, სექსის სურვილის არ ქონა სავსებით ნორმალურია, მაგრამ იმისათვის, რომ მოგვიანებით, რომ ის მთლიანად არ გაქრეს, თქვენ უნდა მიუდგეთ მას, როგორც სასიამოვნო ვარჯიშს და სტრესის განმუხტვის საშუალებას.

ისწავლეთ სიამოვნების მიღება, უფრო ხშირად იფიქრეთ სექსზე და გააკეთეთ არჩევანი მის სასარგებლოდ. და თუ თავიდან აგზნება რთული იქნება, სხეული ისწავლის მეტი ჰორმონის გამომუშავებას. შედეგად, თქვენი ტემპერამენტი საბოლოოდ იგივე გახდება, რაც იყო ადრე.

თუ ბავშვები არ გყავთ, უფრო რთულია ვნების დაქვეითების ახსნა. უნებურად, თქვენ იწყებთ საკუთარი თავის დადანაშაულებას სიზარმაცის ან ლიბიდოსთან დაკავშირებული პრობლემების გამო. იმისთვის, რომ ვნება გაჩნდეს, უნდა განიცადოთ გარკვეული ფიზიკური შეგრძნება, მაგალითად, დატკბეთ ხარისხიანი პრელუდიით. მნიშვნელოვანია პირობები და ნდობა პარტნიორის მიმართ. ყველაფერი რაც საჭიროა, არის - არ აიძულოთ თავი და სექსს მოეპყროთ როგორც ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილების საშუალებას და არა შიმშილის. ჩვენს ტვინში არის სფეროები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ინტერესსა და სიახლეზე, როდესაც რაიმე უჩვეულოს ვსწავლობთ, ისინი აქტიურდებიან და შეუძლიათ აღელვება გადაიტანონ ისეთ სფეროებში, რომლებიც აყალიბებენ დამოკიდებულებას ინტერესის ობიექტის მიმართ. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, თუ სექსში რაიმეს შეცვლით, სურვილი გაიზრდება. და პირიქით, ნულისკენ მიისწრაფვის, თუ იცით როგორ პოზაში და რა ვითარებაში დასრულდება ყველაფერი. უყურეთ ეროტიკას, ჩაატარეთ ექსპერიმენტები, ითამაშეთ როლური თამაშები.

სურვილის დასაბრუნებლად, უფრო ხშირად უნდა აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციებში, როდესაც შეძლებთ საყვარელ ადამიანს ისე შეხედოთ, თითქოს პირველად ნახეთ. ბოლოს და ბოლოს, თქვენ დამოუკიდებელი პიროვნებები ხართ, რომლებიც არჩევანს ყოველდღე აკეთებთ ერთად იყოთ. და ის ფაქტი, რომ ერთსა და იმავე საწოლში იღვიძებთ, უფრო ამაღელვებელი უნდა იყოს, ვიდრე მაქმანებიანი თეთრეული.