როგორ გავათეთროთ აბაზანა აპრობირებული გზებით - rogor.ge

როგორ გავათეთროთ აბაზანა აპრობირებული გზებით

საკვები სოდა

მეთოდი შესაფერისია თეთრი ემალირებული აბაზანების გასაწმენდად. აიღეთ მშრალი ღრუბელი, აბაზანაც მშრალი უნდა იყოს. დაასხით ჭუჭყს სოდა და შეეცადეთ ფხვნილი შეუზილოთ აბაზანის ზედაპირზე. გაიჩერეთ 15-20 წუთი და შემდეგ ჩამორეცხეთ საკვები სოდა თბილი წყლით. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ.

სუფრის ძმარი

მეთოდი განსაკუთრებით ეფექტურია თუჯის, ასევე აკრილისგან დამზადებული აბაზანების გასაწმენდად. აიღეთ მტვრის გასაწმენდი ქსოვილი, დაასველეთ ძმარში და წაუსვით. 30 წუთის შემდეგ, ამოიღეთ ქსოვილი და ჩამორეცხეთ აბაზანა თბილი წყლით.

სარეცხი საშუალება

არ გამოიყენოთ იგი აკრილის აბანოებისთვის. უხვად დაასხით ფხვნილი ლაქებზე და შეუზილეთ 10 წუთის განმავლობაში. შემდეგ დაელოდეთ კიდევ 15 წუთს და ჩამორეცხეთ სუფთა წყლით.

ლიმონის მჟავა

მეთოდი შესაფერისია თუჯის აბანოებისთვის. დაასველეთ რბილი ღრუბელი მჟავაში და წაუსვით პროდუქტი დაბინძურებულ ადგილებში, გააჩერეთ 20 წუთი. შემდეგ ჩამორეცხეთ წყლით. თუ ეს არ გამოდგება, გირჩევთ გაიმეოროთ პროცედურა.

მარილი და ტურპენტინი

მეთოდი ეფექტურია თუჯის აბაზანების გასაწმენდად. აიღეთ 100 გრ მარილი და 40 მლ. ტურპენტინის ზეთი (ასე ეძახიან ეთერზეთს, რომელიც მიიღება წიწვოვანი ფისებისგან, ძირითადად ფიჭვისგან). აურიეთ სქელ ნახარშში და გამოიყენეთ ღრუბელი, რომ წაუსვათ ლაქებზე. გააჩერეთ 15 წუთი და ჩამორეცხეთ წყლით.