10 მეთოდი, როგორ დააბრუნოთ რომანტიკა ურთიერთობაში - rogor.ge

10 მეთოდი, როგორ დააბრუნოთ რომანტიკა ურთიერთობაში

ესაუბრეთ პარტნიორს

ხანგრძლივი საუბრები და დისკუსიები იშვიათად ასოცირდება რომანტიკასთან. თუმცა გულახდილმა დიალოგმა იმის შესახებ, თუ რა გაკლიათ და როგორ გრძნობთ თავს, შეიძლება გადაარჩინოს თქვენი ურთიერთობა, როცა ჩიხში შევა. ექსპერტები გვირჩევენ ვისაუბროთ იმაზე, თუ რა მნიშვნელობას ანიჭებს თითოეული წყვილი „რომანტიკის“ კონცეფციას. ასეთი საუბარი შეგახსენებთ, რომ მხოლოდ თქვენ და თქვენი პარტნიორი ხართ პასუხისმგებელი ურთიერთობის ხარისხზე, რაც ნიშნავს, რომ თქვენ შეგიძლიათ დააბრუნოთ ვნება და ნაპერწკალი.

დაიწყეთ პატარ-პატარა ნაბიჯებით

თუნდაც მცირე ჟესტებმა და სიყვარულის გამოვლენამ შეიძლება რომანტიკული კავშირი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანოს. აკოცეთ და ჩაეხუტეთ პარტნიორს, როცა სამსახურში წახვალთ და სახლში დაბრუნდებით. ერთად ისადილეთ და უამბეთ ერთმანეთს, როგორ ჩაიარა დღემ. უფრო ხშირად უთხარით საყვარელ ადამიანს, რისთვის ხართ მადლიერი და რა მოგწონთ მასში. თუ დილით ადრე მიდიხართ სამუშაოდ, დატოვეთ წერილი თქვენი საწოლის მაგიდაზე. მთელი დღის მანძილზე გაუგზავნეთ ერთმანეთს შეტყობინებები. ურთიერთმადლიერება და დაფასება საუკეთესო საფუძველია ბედნიერი ურთიერთობისთვის.

დაუბრუნდით წარსულს

ერთად გატარებული ნაზი, სექსუალური და უბრალოდ ბედნიერი წუთების მოგონებები ხელს უწყობს დაახლოებას. გადაიკითხეთ პირველი დღეების მიმოწერა. ნახეთ ფოტოები ქორწილიდან, თაფლობის თვის ან სხვა მოგზაურობიდან. ეს ყველაფერი ერთად შეიძლება გაკეთოთ, გაიხსენოთ საინტერესო ისტორიები ერთად ცხოვრებიდან. ასეთი საღამო ხელს შეუწყობს რუტინიდან გამოსვლას და ურთიერთობას სხვა ეტაპზე გადაიყვანს.

გაიმეორეთ რომანტიკული მომენტები

წარსულის გახსენების შემდეგ გადადით ერთი ნაბიჯით წინ - გაიმეორეთ ყველაზე ნათელი და ლამაზი მომენტები. წადით პარტნიორთან ერთად იქ, სადაც შეხვდით ან ხელახლა მოაწყვეთ თქვენი პირველი პაემანი. დიდი ალბათობით, თქვენ განიცდით სასიამოვნო ნოსტალგიას და იგივე მღელვარებას, რაც განიცადეთ თავდაპირველად.

ყურადღება მიაქციეთ პარტნიორს

დროთა განმავლობაში გვიწევს მუშაობა, საყოფაცხოვრებო საქმეების კეთება და ყოველი დღე გარკვეულ სტრესთანაა დაკავშირებული, შედეგად გვავიწყდება ჩვენი საყვარელი ადამიანი. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა ურთიერთობებში. განსაკუთრებით მაშინ, როცა შვილები გყავთ.

როგორი ქაოტურიც არ უნდა იყოს თქვენი გარემო, არ დაგავიწყდეთ ჩახუტება და ერთმანეთის საქმით დაინტერესება, როცა მძიმე დღის შემდეგ სახლში შეხვდებით. ეს ქცევა ხელს შეუწყობს პატივმოყვარე ურთიერთობის შენარჩუნებას და კარგი მაგალითი იქნება თქვენი შვილებისთვის, რადგან მათთვის მნიშვნელოვანია მშობლებს შორის "თბილი კავშირის" დანახვა.

იყავით საკუთარი თავი

რომანტიკის დასაბრუნებლად არ არის საჭირო მხოლოდ საყვარელ ადამიანზე ფოკუსირება. თანაბრად მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მიაქციოთ საკუთარ თავს. ბევრი კარგავს საკუთარ თავს ურთიერთობებში და ხდება ისეთი, როგორიც მათ პარტნიორს სურს. ნუ მოექცევით ამ ხაფანგში და არ დაივიწყოთ თქვენი ინტერესები.

როცა საკუთარ თავში დარწმუნებული ხართ და აკეთებთ იმას, რაც გიყვართ, გაცილებით მეტი ძალა და სურვილი გაქვთ ურთიერთობებზე იმუშაოთ. გარდა ამისა, საკუთარი თავის ყოფნით, ინარჩუნებთ მისტიკას, რომელიც ამყარებს რომანტიკულ კავშირს. თქვენი საყვარელი ადამიანი აუცილებლად შეამჩნევს, თუ რამდენად ღრმა და მრავალმხრივი ხართ და ჯერ კიდევ რამდენი უნდა ისწავლოს თქვენ შესახებ.

შეადგინეთ სურვილების სია

რუტინის თავიდან ასაცილებლად, დაიწყეთ საყვარელ ადამიანთან ერთად სიის შედგენა, რისი გაკეთებაც გსურთ მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ნუ ჩაწერთ საკუთარ სურვილებს, არამედ დაამატეთ სიას მხოლოდ ის, რისი გაკეთებაც გსურთ ერთად. ეს დაგაახლოვებთ მაშინაც კი, თუ არ შეასრულებთ თქვენს სიაში არსებულ ყველა ელემენტს.

გაამრავალფეროვნეთ ყოველდღიური ცხოვრება

თუ თავგადასავლების მოყვარული ხართ, მოიფიქრეთ უჩვეულო და ექსტრემალური პაემნების იდეები. ხშირად უარს ვამბობთ სპონტანურობასა და მხიარულ თავგადასავალზე სტაბილურობის სასარგებლოდ. სინამდვილეში ისინი ხომ ურთიერთობას რომანტიკას მატებენ.

დაისვენეთ ყოველდღიური ცხოვრებიდან

ურთიერთობის დასაწყისშივე, ალბათ, ყოველ შაბათ-კვირას ახალ ადგილებში დადიოდით, უმიზნოდ სეირნობდით და ტკბებოდით ერთმანეთით. ბოლო დროს დასვენების ეს ორი დღე თანდათან საოჯახო საქმეებს ეთმობოდა და ალბათ, ახლა აღარ გახსოვთ ბოლოს როდის იყავით მარტოები. შეეცადეთ გამოყოთ დრო და „დაიკარგოთ“ ქალაქის ქუჩებში საყვარელ ადამიანთან ერთად. თუ შვილები გყავთ, დატოვეთ ბებია-ბაბუასთან ან დაიქირავეთ ძიძა რამდენიმე საათით.

სცადეთ ახალი რამ სექსში

დროთა განმავლობაში ურთიერთობაში სექსის რაოდენობა მცირდება. კარგი ამბავი ის არის, რომ ინტიმური მომენტების დივერსიფიკაცია და მათი ყოფილი ნაპერწკლის დაბრუნება მარტივია. დასაწყებად, სცადეთ ახალი პოზები, ადგილები და დღის დროც კი. თუ სექსი მხოლოდ საღამოს საათებში გქონდათ, გააკეთეთ ეს აბაზანაში 15:00 საათზე. არ დაივიწყოთ სასიამოვნო სიურპრიზები, მაგალითად, სპონტანური რომანტიული საღამო. ასეთი მომენტები ენერგიას დაუბრუნებს თქვენს სექსუალურ ცხოვრებას და ზოგადად ურთიერთობებს.