როგორ შევამოწმოთ ქალის სხეული: ყველაფერი სკრინინგის შესახებ - rogor.ge

როგორ შევამოწმოთ ქალის სხეული: ყველაფერი სკრინინგის შესახებ

სკრინინგი30+ ქალებისთვის

ყოველივე ზემოთქმული აქაც აქტუალურია. ნაცხის ციტოლოგია და მენჯის ღრუს ორგანოების ულტრაბგერითი კვლევა რჩება სავალდებულო.

შემოწმება უნდა გაიკეთოთ წელიწადნახევარში ერთხელ, თუ არაფერი გაწუხებთ. გარდა ამისა, ამ ასაკში სასურველია სარძევე ჯირკვლების ექოსკოპიის ჩატარებაც.

სკრინინგი 40+ ქალებისთვის

თუ ვსაუბრობთ 40 წელზე მეტი ასაკის შესახებ, მაშინ აქ გავითვალისწინებთ მუდმივი სექსუალური პარტნიორის არსებობას/არყოფნას. თუ არსებობს სანდო და მუდმივი სქესობრივი პარტნიორი, ინფექციებზე ტესტების ჩატარება საჭირო არ არის. ციტოლოგია ასევე საჭიროა ორ-სამ წელიწადში ერთხელ - იმ პირობით, რომ წინა შედეგები ნორმალური იყო.

საჭიროა მცირე მენჯის ექოსკოპია, დამატებით მამოგრაფია ემატება სავალდებულო კვლევების კატეგორიას - 40 წლის შემდეგ რეკომენდებულია წელიწადში ერთხელ გაკეთება. გაგრძელება