როგორ ჩაანაცვლო სოციალურ ქსელებში ყოფნის ჩვევა წიგნების კითხვით - rogor.ge

როგორ ჩაანაცვლო სოციალურ ქსელებში ყოფნის ჩვევა წიგნების კითხვით

დაძლიეთ წინააღმდეგობა. ფსიქოლოგიურად გვიჭირს ისეთივე სიამოვნება მივიღოთ წიგნების კითხვით, როგორიც სოციალურ ქსელებში პოსტების კითხვით. გვეჩვენება, რომ როცა წიგნს გადავშლით, რაღაც დიდ ვალდებულებას ვიღებთ საკუთარ თავზე, რადგან დიდია და წაკითხვას დიდი დრო დასჭირდება. ამის გამო შეიძლება თავი აარიდოთ წიგნის კითხვას, მაგრამ ნება მიეცით საკუთარ თავს წაიკითხოთ მცირე პასაჟიანი წიგნები.

შეცვალეთ ჩვევა. ყოველთვის, როცა სოციალური ქსელის შემოწმების სურვილი გაგიჩნდებათ, აიღეთ წიგნი. ელექტრონულ მოწყობილობაზე კითხვამ შეიძლება გაცდუნოთ. თუ ჯერ კიდევ გჭირდებათ ტელეფონიდან კითხვა, შეცვალეთ აპის ხატულა ისე, რომ ყველა სოციალური ქსელი და მესენჯერი არ იყოს მხედველობაში, ხოლო წასაკითხი აპები ხელმისაწვდომი იყოს.

მოქმედების შეცვლა. წაიკითხეთ! გახსენით სასურველი გვერდი და დაიწყეთ კითხვა. ეცადეთ, თავი დააღწიოთ აზრს, რომ წიგნი ვალდებულებაა. დაიწყეთ წიგნით, რომელსაც ბევრი მოკლე თავი აქვს. შეეცადეთ დაიცვათ ეს გეგმა მინიმუმ ერთი კვირის განმავლობაში. შემდეგ თქვენი დამოკიდებულება წიგნების კითხვის მიმართ შეიცვლება. შეამჩნევთ, რომ ძალისხმევის გარეშე მოგინდებათ წიგნის გადაშლა და არა ტელეფონის ხელში აღება.