როგორია ინტიმური ცხოვრება შუა ხნის ასაკში - მენოპაუზა, კლიმაქსი და ცოლ-ქმრული ურთიერთობა - rogor.ge

როგორია ინტიმური ცხოვრება შუა ხნის ასაკში - მენოპაუზა, კლიმაქსი და ცოლ-ქმრული ურთიერთობა

ემოციური მდგომარეობა და ლიბიდო მენოპაუზის დროს

ესტროგენოთერაპია მდგომარეობას აუმჯობესებს, თუმცა ცხოვრების საერთო ხარისხის გამოსასწორებლად ეს საკმარისი არაა, ვინაიდან ემოციურ ფონს მხოლოდ ჰორმონები არ განაპირობებს. განწყობას გადაუჭრელი პრობლემებიც აფუჭებს. ქალი საკუთარ თავში იკეტება, გაურბის ადამიანებს, უფრო და უფრო ნაკლები ურთიერთობა აქვს ქმართან. ზოგჯერ მეორე ნახევარი აღიზიანებს კიდეც. ზოგიერთ წყვილს ამ ასაკში კომუნიკაცია უჭირს, ხოლო ქალის სექსუალობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ურთიერთობებთან, პარტნიორის ქცევაზე, განწყობაზე, მისგან წამოსულ ემოციურ ტალღებზე.

ლიბიდოს ნაკლებობა მენოპაუზის დროს მრავალი ფაქტორითაა გამწვეული. ჰორმონები, ურთიერთობები, სტრესი, გარეგნობის ცვლილებები, ენერგიის დაკარგვა და უძილობა, სხეულის ცვლილებები. სქესობრივი ჰორმონების დონის დაქვეითება გავლენას ახდენს სექსუალური ლტოლვის დაკარგვაზე, თუმცა იშვიათად არის ამის ერთადერთი მიზეზი. მთავარი სექსუალური ორგანო ტვინია. სწორედ ის შეიცავს ლიბიდოს ბიოლოგიურად ემოციურ კომპონენტებს და თუ აქ პრობლემებია, მაშინ ბუნებრივია, ლიბიდო აქტიური ვერ იქნება.

ზოგიერთი წყვილი კომფორტულად ეგუება სექსუალური აქტივობის დაკარგვას და ესეც ნორმალურია, მაგრამ ადამიანების უმეტესობისთვის ჯანსაღი ინტიმური ცხოვრება მნიშვნელოვან როლს ასრულებს პირად ურთიერთობებში. ლიბიდოს დაქვეითების მიზეზად ძირითადად ჰორმონებს განიხილავენ, ემოციური და ფსიქოლოგიური პრობლემებიც აღიარებულია, მაგრამ ნაკლებად არის გათვალისწინებული. ქალებიც და მამაკაცებიც მათ დამალვას ამჯობინებენ. გაგრძელება