როგორ გადააჩვიოთ ბავშვი ღამით პამპერსით ძილს - rogor.ge

როგორ გადააჩვიოთ ბავშვი ღამით პამპერსით ძილს

ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევა, რაც შეიძლება ამ საკითხში მოგცეთ არის ის, რომ არ აჩქარდეთ. რა თქმა უნდა, ყველა დედისთვის უსიამოვნოა იმის გაცნობიერება, რომ მისი ბავშვი თანატოლებს ჩამორჩება, მაგრამ თითოეულ ბავშვს აქვს განვითარების საკუთარი დრო. მხოლოდ მაშინ, როდესაც ბავშვის შარდის ბუშტი მიაღწევს იმ ზომას, რომელიც იტევს საკმარისი რაოდენობის სითხეს, და კუნთები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან შარდის შეკავებაზე, მოიპოვებენ საჭირო ძალას, ხოლო ტვინი "მომწიფდება", მხოლოდ ასეთ შემთხვევაში აქვს აზრი აქვს ღამით საფენის გარეშე დაძინებას.

ბავშვებში შარდვის კონტროლის უნარი ვითარდება საშუალოდ წელიწადნახევრიდან - სამ წლამდე, ხოლო რეფლექსი საბოლოოდ ფიქსირდება ოთხი წლის ასაკში.

ნებისმიერ შემთხვევაში, თუ დღის განმავლობაში ბავშვი მუდმივად ითხოვს ქოთანს, მაშინ შეგიძლიათ სცადოთ ღამის საფენის მოხსნა. თუ სტაბილურობა ჯერ არ შეინიშნება, მაშინ დრო ჯერ არ მოსულა.

პირველ რიგში, თქვენ უნდა შეზღუდოთ სითხის მიცემა ბავშვისთვის საღამოს. ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს უარი უნდა ათქმევინოთ სასმელზე, როცა წყურია. უბრალოდ, თანდათან შეამცირეთ მოცულობა. ასევე, არ შესთავაზოთ შარდმდენი სასმელები ღამით. მაგალითად, ჩაი.

მეორეც, თუ ბავშვი იღვიძებს ან ძილში ტრიალებს, მაშინ შეგიძლიათ შესთავაზოთ მას ტუალეტში წასვლა. თუმცა, ამას არ უნდა ჰქონდეს ხშირი ხასიათი. მაღვიძარას დაყენება, ბავშვის გადაყენება ყოველ ორ საათში ერთხელ, დაუფიქრებლად რეფლექსის გამომუშავება საჭირო არ არის და ზოგჯერ სახიფათოცაა, - შეიძლება განვითარდეს ენურეზი და სხვა ნევროზული მდგომარეობა. დაზოგეთ თქვენი ძალა და ნერვები სხვა მიზნებისთვის.

და, რა თქმა უნდა, მოთმინება. ფანატიკურად ნუ ეცდებით „მიზნის“ მიღწევას, ხანდახან უფრო გონივრულია ცოტა ხნით „უკან დახევა“ და მერე ყველაფერი გამოვა.