8 მეთოდი, რომელიც თქვენს ეზოში სიმყუდროვეს შემოიტანს - rogor.ge

8 მეთოდი, რომელიც თქვენს ეზოში სიმყუდროვეს შემოიტანს

კოცონი

დაგჭირდებათ რამდენიმე ცეცხლგამძლე აგური, დეკორატიული ქვა ან ჩვეულებრივი აგური წრის გასაფორმებლად. დაალაგეთ რამდენიმე სკამი ცეცხლის გარშემო დასაჯდომი ადგილის შესაქმნელად და დაამშვენეთ კოცონი ყვავილებით (უბრალოდ არ განალაგოთ ისინი ცეცხლთან ძალიან ახლოს). თუ არ მოგწონთ ამგვარი მეთოდი, შეგიძლიათ შეიძინოთ მზა საცეცხლე თასი, იპოვოთ მრავალი ვარიანტი ყველა გემოვნებისთვის, ყველა სტილისა და ზომისთვის.

1-1682592596.png

ბაღის მაგიდა

იმისათვის, რომ არ შეხვიდეთ სახლში ყველა წვრილმანზე პიკნიკების დროს, მოათავსეთ მაგიდა სასმელებისთვის, დანა-ჩანგალი, სოუსები, სანელებლები და სხვა წვრილმანები, რაც შეიძლება დაგჭირდეთ. შეგიძლიათ ამისთვის გამოიყენოთ ძველი სკამი ან მაგიდა.

2-1682592612.png

ბაღის სკამი

დიდი სკამი შეიძლება გადაიქცეს მყუდრო დასაჯდომად. სკამის ნაცვლად, შეგიძლიათ გამოიყენოთ პადონები და დადგათ პატარა ყავის მაგიდა მის გვერდით.

3-1682592636.png

როგორ გავაკეთოთ საწოლი პადონებისგან, ზედმეტი ხარჯის თავიდან ასაცილებლად

ქვები

ქვა არის მასალა, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენოთ გასაფორმებლად. ლამაზად გამოიყურება დიდი ლოდები, კენჭები შეიძლება გამოვიყენოთ ცარიელი ადგილების გასაფორმებლად.

4-1682592650.png

ქვიშა

ყვავილების ბაღის ტერიტორია შეგიძლიათ შეავსოთ ქვიშით და დაამატოთ ქვები ან ძველი მშრალი ხეების ფრაგმენტები, ან გააკეთოთ სათამაშო ადგილი ბავშვისთვის ქვიშისა და მშრალი მორებისგან.

5-1682592664.png