როგორ შეარჩიოთ ყველაზე ამტანი მცენარეები ღია აივნისთვის - rogor.ge

როგორ შეარჩიოთ ყველაზე ამტანი მცენარეები ღია აივნისთვის

პიტნა

ეს არომატული მცენარე ზაფხულში ღია აივნისთვის მისწრებაა ორი მიზეზის გამო: ერთი, რომ სწრაფად იზრდება და მეორე, ღამე სახლში შეტანას არ საჭიროებს. გარდა ამისა, თქვენს აივანზე ყოველთვის სასიამოვნო სურნელი იტრიალებს. პიტნა გასნაკუთრებულ პირობებს არ საჭიროებს, ის თავს მშვენივრად იგრძნობს უნივერსალურ გრუნტშიც.

ბაზილიკი

კიდევ ერთი ძალიან მარტივი მოსავლელი მცენარეა, რომელიც არა მარტო თქვენს აივანს გაალამაზებს, არამედ სამზარეულოშიც გამოგადგებათ. ის ძალიან ადვილი მოსავლელია, წყალი მაშინ უნდა დაასხათ, როდესაც ნიადაგი გამოუშრება. დილა-საღამოს შეგიძლიათ დანამოთ პულვერიზატორით.

ლავანდა

ლავანდაც ის მცენარეა, რომელიც მთელი ზაფხული სასიამოვნო სურნელით დაგატკბობთ. მას ძალიან უყვარს მზე, თუმცა ღრუბლიან ამინდებსაც იტანს. წყალი მას კვირაში ერთხელ სჭირდება, გრუნტი კი ფხვიერი უნდა ჰქონდეს. გაგრძელება