როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე 35 წლის შემდეგ - rogor.ge

როგორ შევინარჩუნოთ სილამაზე 35 წლის შემდეგ

35 წლის შემდეგ სახის კანის მოვლის პროცესში ნიღბებიც ჩართეთ

სახის კანის სწორი მოვლა გულისხმობს ნიღბების სისტემატურ გამოყენებას. მათი დროდადრო გაკეთება არასაკმარისია. სახის კანის ტიპის მიხედვით, ნიღბები კვირაში 1-2-ჯერ უნდა გაკეთდეს. მკვებავი, დამატენიანებელი, მატონიზებელი და სხვა მრავალგვარი ნიღაბი შეიძლება ჩვენც გავაკეთოთ ან შევიძინოთ კოსმეტიკის მაღაზიებში.

კვირაში ერთხელ საჭიროა გამაახალგაზრდავებელი ნიღბის გაკეთება, რომლის შემადგენლობაში უნდა იყოს „ახალგაზრდობის კომპონენტები“ - ჰიალურონის მჟავა, ელასტინი, კოლაგენი და სხვადასხვა ჯგუფის ვიტამინი.

ნიღბებში შეიძლება საზამთროს, სტაფილოს, კვერცხის გულის, კარტოფილის, ნუშის ზეთის, ლიმონის წვენის, ხილისა და კენკრის გამოყენებაც.

შეარჩიეთ ეფექტური კრემი სახის კანის ტიპის მიხედვით

სახის კანის მოვლისას მნიშვნელოვანია თითოეული კანის ტიპის თავისებურების გათვალისწინება. ცხიმიანი კანის დროს თავი უნდა შეიკავოთ მგრძნობიარე კანის საშუალებებისგან. ორ თვეში ერთხელ საჭიროა კრემის შეცვლა.

მშრალ კანს დამატენიანებელი კრემები სჭირდება.

შერეული კანისთვის კარგი იქნება რეტინოლითა და ანტიოქსიდანტებით მდიდარი კრემების გამოყენება.

აუცილებელია კრემის შემადგენლობის განსაზღვრა - ის აუცილებლად უნდა შეიცავდეს კოლაგენს და ჰქონდეს შPF-ფილტრის საკმარისი დონე. გაგრძელება