როდის და როგორ უნდა შეათეთროთ ხეები - rogor.ge

როდის და როგორ უნდა შეათეთროთ ხეები

როდის გავათეთროთ ხეები

იცით რა სასიამოვნოა მწიფე ვაშლისა და ქლიავის კრეფა ჯანსაღი ლამაზი ხიდან? ხეების გათეთრება არ არის მაცხოვრებლების ესთეტიკური სურვილი, არამედ აუცილებლობაა. ამგვარად, ხე დაცული იქნება ყველა სახის მავნებლისგან. მწერები, რომლებიც იღვიძებენ ზამთრის შემდეგ, განსაკუთრებით აგრესიულები არიან, რადგან ისინი ეძებენ საკვებს. აქედან გამომდინარე, მათ შეუძლიათ დიდი ზიანი მიაყენონ ხეებს.

ხეების სწორად გათეთრება

როგორ გავათეთროთ ხეები სწორად ისე, რომ დაცვა მაქსიმალური იყოს? აუცილებელია მისი ღეროს ქერქზე მათეთრებელი საშუალების წასმა ტანის მთელ სიმაღლეზე და ტოტების ქვედა იარუსის ნახევარზე. სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო მარტივი ჩანს.

გათეთრების სიმაღლე თითოეული ხისთვის ინდივიდუალური იქნება. ეს დამოკიდებულია იმაზე, თუ სად იწყება ხის ტოტების პირველი იარუსი. შესაძლოა ერთი ხე ნახევრად შეთეთრებული იყოს, მეორე კი მიწის დონესთან შედარებით ოდნავ მაღლა უნდა გათეთრდეს. ამ პროცესში მთავარია ხის დაცვა და არა ესთეტიკური გარეგნობა.

ამავე დროს, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ხეების გათეთრება შესაძლებელია მხოლოდ მშრალ ამინდში. კატეგორიულად აკრძალულია გამათეთრებელი ხსნარის წასმა სველ ღეროზე. მაგრამ ხე წინასწარ უნდა მოამზადოთ გათეთრებისთვის. ამის გაკეთება მიზანშეწონილია წვიმის შემდეგ, როცა ხის ტოტი ჯერ კიდევ სველია. გათეთრებამდე აუცილებელია ხის ღეროდან ძველი ქერქის, არაჯანსაღი ნაწილების მოშორება. თუ ასეთ პროცედურას არ ჩაატარებთ, გათეთრება დიდხანს არ შენარჩუნდება და უშედეგო იქნება. ხის ტოტის გასაწმენდად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვეულებრივი სამზარეულოს ღრუბელი. არავითარ შემთხვევაში ლითონის, რადგან შესაძლებელია ხე დაზიანდეს. მსუბუქი მოძრაობებით მოაშორეთ ზედაპირიდან არასაჭირო ქერქი.