როგორ მოამზადოთ სასარგებლო და გემრიელი სოუსები სალათებისთვის - rogor.ge

როგორ მოამზადოთ სასარგებლო და გემრიელი სოუსები სალათებისთვის

არაჟნის სოუსი მდოგვით

2 მოხარშული კვერცხის გული ათქვიფეთ 200 გრ არაჟანთან 15-20%, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი მდოგვი და ცოტა მარილი. ათქვიფეთ ბლენდერით დაახლოებით ერთი წუთის განმავლობაში.

წიწაკის სოუსი

აიღეთ ქილა დაკონსერვებული წიწილა, გახეხეთ პიურედ, დაუმატეთ ლიმონის წვენი, ცოტა მცენარეული ზეთი, ჩაის კოვზი მდოგვი. მოაყარეთ მარილი და პილპილი, ათქვიფეთ.

ხაჭო და იოგურტის დრესინგი

ბლენდერით კარგად ათქვიფეთ 200 გრ ნატურალური იოგურტი და რბილი ხაჭო, ორიოდე მოხარშული გული, 2 ჩ.კ. მდოგვი და ცოტა ლიმონის წვენი. სოუსი სქელი გამოდის, კონსისტენცია ძალიან ახლოს არის მაიონეზთან.

ხაჭოს ყველის სოუსი

შეურიეთ 100 გრ ხაჭო და ნატურალური იოგურტი, მარილი და პილპილი გემოვნებით, ათქვიფეთ წუთნახევარი. შეგიძლიათ დაამატოთ ხმელი მწვანილი, დაფქული ნიორი.