როგორი უნდა იყოს აგარაკი გასაქირავებლად - rogor.ge

როგორი უნდა იყოს აგარაკი გასაქირავებლად

რა აუცილებელ პირობებს უნდა აკმაყოფილებდეს აგარაკი

თუ წინაპრების სახლის განახლება და გაქირავება გადაწყვიტე, მაგრამ ბევრის დახარჯვა არ გინდა, მაინც მოგიწევს გარკვეული აუცილებელი საჭიროებების დაკმაყოფილება. მაგალითად, ეზოში მოწყობილი საპირფარეშო აგარაკისთვის არ გამოდგება. მიუხედავად იმისა, რომ მდგმურებიც ცდილობენ მაქსიმალურად იაფად იპოვონ სახლი, ისინი მაინც საკმარისს გადაიხდიან, რომ აუილებელი კომფორტის მოწყობა ინვესტიციად ღირდეს. ბუნებაში იაფად დასვენება შესაძლებელია კარვებით, ტყეში კემპინგის მოწყობა ან საქართველოს ულამაზეს მთებში ლაშქრობა. ხოლო, ისინი ვინც აგარაკს ქირაობენ, მზად არიან კომფორტისთვის გადაიხადონ.

ახლა, სულ უფრო პოპულარული ხდება მიწის ერთ ნაკვეთზე რამდენიმე კოტეჯის, ან პატარა სახლის აშენება. თუმცა, შეგვიძლია განვიხილოთ ორი ტიპის გასაქირავებლად განკუთვნილი სახლები. ასეთი შეიძლება იყოს ლამაზი კოტეჯი, რომელსაც ქორწილის, კორპორატიული წვეულების ან ახალი წლის აღსანიშნავად ქირაობენ. მაგრამ მის მოიჯარეებს ცალკე ნაკვეთი სჭირდებათ, მჭიდროდ დასახლებული პუნქტიდან მოშორებით, რათა წვეულებისგან გამოწვეულმა ხმაურმა არავინ შეაწუხოს. მეორე ვარიანტს შედარებით მოკრძალებული სახლი წარმოადგენს, რომელსაც შეყვარებული წყვილები, ან ოჯახი ქირაობს ხანმოკლე დასვენებისთვის.

ერთ ნაკვეთზე განთავსებული შეიძლება იყოს მხოლოდ ორი ან სამი პატარა შენობა. სახლს უნდა ჰქონდეს ოჯახისთვის საკმარისი საძინებელი ოთახები და საწოლები, პატარა მისაღები ოთახი, სამზარეულო, ერთი ან ორი აბაზანა, წყალი და კანალიზაცია.

ასევე, არსებობს ყოველთვიურად გაქირავების შესაძლებლობაც, თუმცა ისინი ნაკლები პოპულარობით სარგებლობს და ასევე, ნაკლები შემოსავლის მოტანა შეუძლია.

სად სჯობს აგარაკის აშენება

აგარაკი, უმჯობესია თბილისთან ახლოს იყოს. ან რომელიმე სახელგანთქმულ კურორტზე. შესანიშნავი არჩევანი იქნება კოჯორი, რომელიც ორივე კომპონენტს იდეალურად აკმაყოფილებს. ასევე, შესაძლებელია სიონში და ცხვარიჭამიაში აშენება. ბაზალეთის ტბის მიმდებარე ტერიტორია, ჟინვალის წყალსაცავი. ნებისმიერ შემთხვევაში, ისეთი ადგილი უნდა შეარჩიო, სადაც ტყე, ბუნებრივი ან ხელოვნური წყალსაცავი, მდინარეები, ჩანჩქერი თუ ბუნების სხვა სიმდიდრეები უხვად იქნება.

დიდი უპირატესობაა, ისტორიულ ძეგლებთან, უძველეს ციხესიმაგრეებთან, კოშკებთან, ქრისტიანული კულტურის ძეგლებთან ფეხით სავალ მანძილზე სიახლოვე. გაგრძელება

წყარო: ss.ge