როგორ გაიგოთ ხელისგულით, რამდენი შვილი გეყოლებათ - rogor.ge

როგორ გაიგოთ ხელისგულით, რამდენი შვილი გეყოლებათ

იპოვეთ "საცნობარო" წერტილები თქვენს ხელზე. "მერკურის მთა" არის პატარა თითის ქვეშ. გულის ხაზი იწყება საჩვენებელი და შუა თითების ძირებს შორის და მიდის ნეკა თითისკენ. ეს არის ერთ-ერთი მთავარი ხაზი, ამიტომ უფრო მოსახერხებელია მისგან პატარა ხაზების ძებნა.

1-1681892282.jpg

იპოვნეთ ქორწინების ხაზი ხელის გულზე. ეს არის პატარა ხაზი, რომელიც მდებარეობს ხელის კიდეზე ნეკა თითის ფუძესა და გულის ხაზის ბოლოს შორის. მას სიყვარულის ხაზსაც უწოდებენ. ის გვიჩვენებს, რაოდენ ძლიერ მიჯაჭვულობას განიცდის ადამიანი მთელი ცხოვრების განმავლობაში.

იპოვეთ ბავშვების ხაზები. ისინი შორდებიან ქორწინების ხაზს. გამოხატული ღრმა ხაზები ასახავს ვაჟებს, შედარებით თხელი კი ქალიშვილს.

შესაძლებელია განისაზღვროს ცხოვრების ის პერიოდი, რომელშიც ყველაზე დიდი შანსია ბავშვის გაჩენის. დაყავით ხელისგული გულის ხაზსა და მერკურის ზედა საზღვარს შორის სამად. თითოეული ასეთი ნაწილი დაახლოებით 25 წელია. ნახეთ ამ სეგმენტებიდან რომელი შეიცავს ქორწინებისა და შვილების ხაზს.