7 გზა გადაუდებელი ემოციური დახმარებისთვის - rogor.ge

7 გზა გადაუდებელი ემოციური დახმარებისთვის

ისწავლეთ ემოციური ტკივილის შემჩნევა

ფიზიკური ტკივილი გვაფრთხილებს, რომ ორგანიზმში რაღაც არასწორად მიმდინარეობს და რაც შეიძლება სწრაფად უნდა გავუმკლავდეთ მას. ემოციური ტკივილი მოქმედებს იმავე გზით. თუ უარყოფის განცდა, წარუმატებლობის სევდა ან ცუდი განწყობილება არ გაქრება, მაშინ თქვენ გაქვთ ფსიქოლოგიური ჭრილობა შიგნით, რომელიც საჭიროებს "განკურნებას". მაგალითად, მარტოობა შეიძლება დამანგრეველი იყოს ფსიქიკური და ფიზიკური ჯანმრთელობისთვის. ამიტომ, თუ თქვენ, ერთ-ერთი თქვენი მეგობარი ან საყვარელი ადამიანი გრძნობთ სოციალურ ან ემოციურ იზოლაციას, უნდა იფიქროთ, როგორ გამოხვიდეთ ამ სიტუაციიდან.

კომპეტენტური რეაგირება წარუმატებლობებზე

ერთმა ფსიქოლოგიურმა ჭრილობამ შეიძლება ადვილად გამოიწვიოს მეორე. მაგალითად, წარუმატებლობის შემდეგ, ჩვენ ხშირად ვამახვილებთ ყურადღებას იმაზე, რისი გაკეთებაც არ შეგვიძლია და არა იმაზე, რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ამის გამო გვიჭირს კარგი შედეგების ჩვენება, ვიწყებთ შეცდომებზე კიდევ უფრო მეტ ფიქრს და მოჯადოებულ წრეში ვტრიალებთ.

იმისათვის, რომ თავიდან აიცილოთ ემოციური სტრესი, ისწავლეთ უგულებელყოთ პირველი რეაქცია წარუმატებლობაზე, ეს არის უმწეობის გრძნობა და მორალური დაცემა. ამის ნაცვლად, შეადგინეთ ყველაფრის სია, რისი კონტროლიც შეგიძლიათ. გაანალიზეთ თქვენი მომზადებისა და სამოქმედო გეგმის დონე და შეეცადეთ გააუმჯობესოთ ისინი. ეს მოგიხსნით უმწეობის განცდას და გაზრდის სამომავლო წარმატების შანსებს.

დააკვირდით თვითშეფასების რყევებს

ეს არის ერთგვარი ფსიქოლოგიური იმუნური სისტემა, რომელიც გვიცავს შინაგანი ტკივილისგან და აყალიბებს ემოციურ გამძლეობას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყურადღებით აკონტროლოთ თვითშეფასება და შეეცადოთ არ განაწყენოთ საკუთარი თავი, განსაკუთრებით თუ უკვე გტკივათ.

გატეხილი თვითშეფასების „განკურნების“ ერთ-ერთი გზა არის საკუთარი თავის თანაგრძნობის პრაქტიკა. როცა საკუთარი თავის კრიტიკას დაიწყებთ, გააკეთეთ მარტივი ვარჯიში. წარმოიდგინეთ, რომ თქვენს მეგობარს იგივე პრობლემები აქვს და დაწერეთ წერილი თანაგრძნობისა და მხარდაჭერის სიტყვებით. შემდეგ წაიკითხეთ ეს შეტყობინება. ეს ის სიტყვებია, რომლებიც საკუთარ თავს უნდა უთხრათ.

გადაიტანეთ ყურადღება უარყოფითი აზრებისგან

როდესაც თქვენ იმეორებთ თქვენს თავში უარყოფით მოვლენებს ყოველგვარი მიზნის გარეშე, როგორიცაა რაიმე ახლის სწავლა ან პრობლემის გადაჭრის მცდელობა, ეს სწრაფად იქცევა ჩვევად. ასეთი აზრების შეწყვეტის საუკეთესო საშუალებაა საკუთარი თავის გადატვირთვა იმ ამოცანებით, რომელიც მაქსიმალურ კონცენტრაციას მოითხოვს.

იპოვეთ აზრი დანაკარგშიც

დანაკარგი ცხოვრების ნაწილია. თუმცა, მათ შეუძლიათ დატოვონ ნაწიბურები და შეგვიშალონ ხელი წინსვლაში. თუ ბევრი დრო გავიდა და თქვენ ჯერ კიდევ ვერ გამოჯანმრთელდით დანაკარგისგან, სხვაგვარად უნდა შეხედოთ მას. ყველაზე მნიშვნელოვანი, რისი გაკეთებაც შეგიძლიათ ტკივილის შესამსუბუქებლად და განკურნების გზაზე გადასასვლელად, არის თქვენი დანაკარგის აზრი და მიზანი. ძნელია, თუმცა დაფიქრდით რა მოიპოვეთ ამ მოვლენისგან. მაგალითად, თქვენ დაკარგეთ სამსახური. მაგრამ ახლა თქვენ გაქვთ შესაძლებლობა გადახედოთ იმას, რისი გაკეთებაც ნამდვილად გსურთ. იფიქრეთ იმაზე, თუ როგორ შეგიძლიათ კვლავ დაიწყოთ ცხოვრებით ტკბობა და რა ცვლილებები მოგცემთ საშუალებას იცხოვროთ თქვენი ღირებულებების შესაბამისად.

იმუშავეთ დანაშაულის გრძნობით

ზოგჯერ კარგია თავს დამნაშავედ გრძნობდეთ. მცირე დოზით დანაშაულის გრძნობა გვაფრთხილებს, როდესაც დროა ვიმოქმედოთ და მოვაგვაროთ პრობლემები სხვა ადამიანებთან ურთიერთობაში. თუმცა გადაჭარბებული დანაშაული ტოქსიკური და საშიშია. ის იღებს ემოციურ და ინტელექტუალურ ენერგიას, ხელს უშლის ცხოვრებით ტკბობას.

დანაშაულთან გამკლავების ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გზაა ბოდიშის მოხდა. ბოდიშის მოხდა არ უნდა ეფუძნებოდეს იმის ახსნას, თუ რატომ მოიქეცით ასე, არამედ იმას, თუ როგორ იმოქმედა თქვენმა ქმედებამ ან უმოქმედობამ სხვა ადამიანზე. ეს დაეხმარება მას გაპატიოს და საბოლოოდ მოიშოროთ დანაშაულის შეგრძნება.

გაარკვიეთ, რა მუშაობს თქვენთვის

მოუსმინეთ საკუთარ თავს და გაანალიზეთ, როგორ უმკლავდებით პირადად ემოციურ ჭრილობებს. რეგულარულად შეამოწმეთ თქვენი ფსიქიკური ჯანმრთელობა, განსაკუთრებით რთული სტრესული სიტუაციების შემდეგ. იპოვეთ ეფექტური ტექნიკა და ისწავლეთ საკუთარი თავის დახმარება. ამგვარ პროცესებს დრო და ძალისხმევა სჭირდება, მაგრამ ეს მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.