როგორია აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები - rogor.ge

როგორია აპრილის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები

მზე 20 აპრილამდე ვერძშია, აქვეა იუპიტერიც - დიდი ბედნიერების პლანეტა. იუპიტერის კეთილგანწყობას აპრილში განსაკუთრებით იგრძნობენ ის ვერძები, ვინც დაბადების დღეს აღნიშნავს 9-17 აპრილის შუალედში. თუმცა, მის კეთილგანწყობას ყველა იგრძნობს. ასე, რომ ვერძებს გაქვთ ყველა საშუალება, გამოავლინოთ თქვენი საუკეთესო თვისებები და დაიწყოთ ცხოვრების სხვადასხვა სფეროს გაუმჯობესებაზე ზრუნვა. ეს დრო უნდა გამოიყენოთ ახალი საქმეების დასაწყებად. უნდა გამოავლინოთ ლიდერული თვისებები. ამასთან, უნდა იყოთ გააზრებული, მოუფრთხილდეთ თავის ზონას, კუნთებს.

3 აპრილიდან მერკური კუროში იქნება , სადაც მოუწევს რეტროგრადული სვლა (21 აპრილიდან 15 მაისამდე) და დარჩება 11 ივნისამდე. რეტროსვლის დროს უნდა გადახედოთ განვლილ დღეებს, მოხდება ზოგიერთი მოვლენის გადაფასება. საუკეთესო დროა გადაკეთებისთვის, გამოსწორებისთვის. მიუბრუნდით სწავლას, საქმეებს, რომლებიც მიტოვებული გქონდათ. რა თქმა უნდა, ამ პერიოდში ახალი საქმეების დაწყებას, ძვირად ღირებული ნივთების შეძენას არ გირჩევთ. კუროში მყოფი მერკური არის პრაქტიკული, ცოტა შენელებული, დადინჯებული, სუბიექტური, პრაგმატული. გაგრძელება