როგორ გავუმკლავდეთ ნესტს ბინაში მცენარეების დახმარებით - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ ნესტს ბინაში მცენარეების დახმარებით

სპატიფილიუმი. ექსპერტი გვირჩევს ამ ყვავილის საძინებელში განთავსებას. ეს მცენარე კარგად იტანს ჩრდილს და უყვარს მაღალი ტენიანობა. მცენარე შესანიშნავია ნესტიანი ადგილებისთვის, რადგან ის შთანთქავს ტენიანობას თავისი დიდი ფოთლებით. რაც უფრო დიდია ყვავილი, მით უკეთესად ებრძვის ნესტს. ეს მცენარე ასევე ეფექტურად გარდაქმნის ნახშირორჟანგს ჟანგბადად და შთანთქავს უსიამოვნო სუნს.

1-1681208860.jpg

სანსევიერია. ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მცენარე ბინის სივრცისთვის. მისი გრძელი მკვრივი ფოთლები შესანიშნავად შთანთქავს სახლის ზედმეტ ტენს. მცენარეს "ენერგიას" აძლევს ნათელი განათება და თბილი ტემპერატურა. მისი განთავსება შესაძლებელია სააბაზანოებშიც კი, სადაც, გარდა ნესტის წინააღმდეგ ბრძოლისა, საწმენდი საშუალებებიდან ტოქსიკურ ორთქლსაც მოაცილებს.

2-1681208874.jpg

ინგლისური სურო-ჰედერა. მარადმწვანე მცენარე, რომელიც ლამაზად იზრდება კედლებზე, ჰაეროვან ფესვებს ეკვრის. იდეალურია აბაზანისთვის ან სამზარეულოსთვის. მას უყვარს ტენიანი ჰაერი, მაგრამ არ უყვარს მზის პირდაპირი სხივები. მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ეს მცენარე ბუნებრივი ჰაერის ფილტრია. შლის მძიმე ნაერთებს, როგორიცაა ბენზოლი, ფორმალდეჰიდი და ტრიქლორეთილენი. მოვლისას უპრეტენზიოა, ამიტომ უხვად მორწყვა არ სჭირდება.

3-1681208888.jpg

პალმები. ეს ეგზოტიკური მცენარეები აყვავებული დიდი ფოთლებით შესანიშნავად ებრძვიან ნესტს და ამავდროულად, ამშვენებენ ნებისმიერ ინტერიერს. მათი უზარმაზარი ფოთლები შთანთქავს მთელ ჭარბ ტენს ოთახში და ასუფთავებს ჰაერს მავნე მძიმე ნაერთებისგან. ასევე, პალმის ხეები ხშირად გვხვდება საოფისე შენობებში, სადაც ხალხის დიდი ბრბოა. ისინი ანეიტრალებენ ცუდ სუნს.