როგორ მოიქცეთ, თუ მუდმივად უხერხულად გრძნობთ თავს - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ მუდმივად უხერხულად გრძნობთ თავს

განსაზღვრეთ თქვენი მიზანი

ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენი მიზნების გაგება არ დაგაზარალებთ. იფიქრეთ სიტუაციებზე, რომლებშიც უხერხულობა გიშლით ხელს: საპირისპირო სქესთან ურთიერთობაში, უფროსებთან და თანამდებობის პირებთან, ახალ ადამიანებთან თუ ნაცნობებთან. წარმოიდგინეთ, რა შეიცვლება თქვენს ცხოვრებაში, როდესაც დაძლევთ თქვენს სოციალურ უხერხულობას. ეს დაგეხმარებათ უკეთ შეიცნოთ საკუთარი თავი და წაახალისოთ შემდგომი ქმედებებისკენ.

დაფიქრდით, შეგიძლიათ თუ არა ამას თავად გაუმკლავდეთ

ზოგჯერ საკუთარ თავში ეჭვი და გაზრდილი შფოთვა შეიძლება იყოს სოციალური ფობიის და სხვა სერიოზული დარღვევების ნიშნები. ინტერნეტში არის ტესტები დეპრესიის დონის და სოციალური ფობიის არსებობის დასადგენად, მაგრამ უმჯობესია არ ჩაერთოთ თვითდიაგნოზში. თუ მსგავსი რამის ეჭვი გაქვთ, დაუკავშირდით სპეციალისტს.

შეიცანით საკუთარი თავი

ბევრი პრობლემის სათავე იმაში მდგომარეობს, რომ ადამიანი საკუთარ თავს წარმოაჩენს არა ისე, როგორც სინამდვილეშია. რაც უფრო მეტად ვიცნობთ საკუთარ თავს, მით უფრო ნაკლებად გვეშინია სასაცილოდ გამოვიყურებოდეთ და ვინმეს არ დავემსგავსოთ. უხერხულობის გრძნობა ჩნდება მაშინ, როდესაც ჩვენი ქმედება ეწინააღმდეგება საკუთარ თავზე არსებულ ილუზიას. თქვენ უნდა იცოდეთ თქვენი თვისებები და საკუთარ თავს შეცდომის დაშვების უფლება მისცეთ, რადგან ამისგან არავინაა დაზღვეული.

შეცვალეთ თქვენი ყურადღება

როდესაც ადამიანი უხერხულადაა, ის მთლიანად ამახვილებს ყურადღებას საკუთარ თავსა და გრძნობებზე. ამის ნაცვლად, ყურადღება მიაქციეთ სხვებს, გულწრფელად დაინტერესდით სხვისი ცხოვრებით ან ისტორიით.

ფრთხილად აირჩიეთ თქვენი სოციალური წრე

ძალიან რთულია თვითშეფასების ამაღლება, თუ საყვარელი ადამიანები დაგცინიან. მოიშორეთ ასეთი ფსევდო მეგობრები და რაც შეიძლება შორს დაიჭირეთ თავი.

წაიკითხეთ წიგნები ფსიქოლოგიასა და თვითგანვითარებაზე

ბევრი წიგნი ნამდვილად ეხმარება ცნობიერების მკვეთრად შეცვლას. უხერხული ადამიანებისთვის გირჩევთ წიგნებს სხეულის ენაზე.

უბრალოდ დაელოდეთ

ასაკთან ერთად ადამიანები გამოცდილებას აგროვებენ და ნაკლებად რეაგირებენ სხვის აზრზე. ასე რომ, გარკვეულწილად პრობლემა თავისთავად მოგვარდება. რა თქმა უნდა, ეს ვარიანტი შესაფერისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სიმორცხვე დიდად არ გაწუხებთ.