როგორ გავასტერილოთ და გავრეცხოთ საცვლები სოდის და ძმრის დახმარებით - rogor.ge

როგორ გავასტერილოთ და გავრეცხოთ საცვლები სოდის და ძმრის დახმარებით

როგორ გავასტერილოთ საცვალი საკვები სოდით

  • აიღეთ ტაშტი ან გამოიყენეთ სარეცხი მანქანა;
  • ჩადეთ საცვლები, რომლის სტერილიზაციაც გსურთ.
  • დაამატეთ წყალი, სანამ ყველა საცვალი არ გაიჟღენთება;
  • ჩაყარეთ საკვები სოდა, ორი სუფრის კოვზი საკმარისი იქნება;
  • დატოვეთ თქვენი საცვალი ამ მდგომარეობაში მთელი დღის განმავლობაში;
  • შემდეგ გარეცხეთ ჩვეულებისამებრ;
  • დაიმახსოვრეთ, რომ კარგად გარეცხოთ, რადგან თუ სოდის ნარჩენები დარჩება საცვალზე, ამან შეიძლება კანთან კონტაქტისას გამოიწვიოს გაღიზიანება.

1-1680767614.jpg

როგორ გავასტერილოთ საცვალი ძმრით

ძმარი არის ბუნებრივი ანტიბაქტერიული საშუალება, რომელიც შეიძლება გამოიყენოთ თავად სარეცხი მანქანის დეზინფექციისთვის, გარდა ამისა, ასტერილებს ტანსაცმელს.

  • ტაშტში ჩაასხით წყალი;
  • ჩადეთ საცვლები;
  • დაამატეთ ექვსი სუფრის კოვზი ძმარი და ცოტა სარეცხი ფხვნილი;
  • ჩაალბეთ თქვენი საცვალი ამ ხსნარში დაახლოებით ოცდაათი წუთის განმავლობაში;
  • შემდეგ გარეცხეთ გამდინარე წყლის ქვეშ;
  • არ დაგავიწყდეთ გაშრობა ჰაეროვან, მშრალ და მზიან ადგილას.

2-1680767635.jpg

წყარო: sharingideas.me