როგორ გადარჩეთ ველურ პირობებში - 11 გაკვეთილი - rogor.ge

როგორ გადარჩეთ ველურ პირობებში - 11 გაკვეთილი

ნუ იზოლირდებით

თქვენ არ ხართ სუპერგმირი, თქვენ ადამიანი ხართ. ადამიანი კი სოციალური არსებაა. ლაშქრობისას მთავარია მარტო არ იყოთ. თუ მაინც გადაწყვეტთ საკუთარი თავის გამოცდას და მარტო წახვალთ ტყეში, გახსოვდეთ, რომ არავინ დაგეხმარებათ, თუ უბედურება მოხდება.

გაუფრთხილდით ბუნებას

ბუნებაში ყოფნისას დაიმახსოვრეთ: სახლში არ ხართ, თქვენი ნებისმიერი ქმედება ამა თუ იმ გზით აზიანებს გარემოს. უპირველესად, ისწავლეთ ცეცხლის მართვა. არ გააჩინოთ ხანძარი ხეებთან, ბუჩქებთან, მშრალი ბალახის ადგილებში.

დაეხმარეთ საკუთარ თავს

თქვენ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე ნებისმიერ შემთხვევაში. თუ კარავი გაშალეთ, მაშინ გააკეთეთ ისე როგორც საჭიროა, თორემ მსუბუქი ნიავიც კი დაანგრევს მას. ნუ ელით, რომ სხვამ შეასრულოს თქვენი საქმე - თქვენს ამხანაგებს აქვთ საკუთარი მოგზაურობის პასუხისმგებლობა.

მზად იყავით მოსალოდნელი სიტუაციებისთვის

ტყეში და მთაში არავის გაუკეთებია თქვენთვის საშხაპე კაბინები. თქვენ ვერ შეძლებთ დაიბანოთ რამდენიმე დღის ან თუნდაც კვირის განმავლობაში. ტუალეტის ქაღალდი შეიძლება ამოიწუროს. ცხელი წყალი ყოველთვის არ იქნება ხელმისაწვდომი. დიდი ალბათობაა, რომ თქვენ (და თქვენს ყველა მეგობარს) უსიამოვნო სუნი გექნებათ. თუ ეს თქვენთვის მიუღებელია, მაშინ ბანაკის ცხოვრება თქვენთვის ძალიან მძიმე იქნება.

მიიღეთ ფაქტები ისეთი, როგორიც არის

თუ წვიმაში მოხვდებით და სულ დასველდით, უბრალოდ მიიღეთ ეს ფაქტი. უკვე მოხდა, ვერაფერს გააკეთებთ. მეტიც, შეეგუეთ იმ ფაქტს, რომ შესაძლოა ნივთების გაშრობა დიდხანს ვერ შეძლოთ. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ადრე თუ გვიან გაშრება და გაითვალისწინეთ, რომ ჩაალაგოთ ტანსაცმელი და სხვა ნივთები პლასტიკის ჩანთებში.

იყავით მსუბუქად

მძიმე ზურგჩანთა = მძიმე ფიზიკური და ემოციური გადატვირთვა. არ წაიღოთ ზედმეტი ნივთები. რა თქმა უნდა, კომფორტი ყველას უყვარს, მაგრამ იზრუნეთ მხოლოდ ძირითადზე. თუ გსურთ დატკბეთ თქვენი მოგზაურობით, იმოგზაურეთ მსუბუქად.

ითამაშეთ

ლაშქრობა არა მხოლოდ ძალის გამოცდაა, ის ასევე თავგადასავალია. ამიტომ გამოიყენეთ ყველა შესაძლებლობა სათამაშოდ. ჩაყვინთეთ მდინარეში, ითამაშეთ დამალობანა, ჭამეთ სხვადასხვა ხილი, მაგრამ არ დაივიწყოთ უსაფრთხოება არც ერთი წუთით. მაგალითად, იბანავეთ მდინარეში მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დარწმუნებული ხართ, რომ წყალი სუფთაა, არ არის ძალიან ძლიერი დინება და სხვა.

იყავით მადლიერი

ყველაფერი შედარებითია. სახლში არასოდეს მიირთმევთ ცუდად მოხარშულ საჭმელს და ნახევრად მოხარშული ბრინჯი დელიკატესად არ მოგეჩვენებათ. მაგრამ ამ სიტუაციაში იყავით მადლიერი იმისთვის, რაც გაქვთ. არ დაგავიწყდეთ „მადლობის“ თქმა იმ ადამიანებისთვის, ვინც ამას გიზიარებთ.

იცოდეთ ყველაფერი

ველურ ბუნებაში გადარჩენისთვის, ბევრი რამის გაკეთება უნდა შეგეძლოთ. თქვენ უნდა იყოთ დურგალი, მზარეული, ექიმი, ფსიქოლოგი. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პირველადი დახმარების გაწევა: სისხლდენის შეჩერება, ხელოვნური სუნთქვის გაკეთება. მათ შორის, სპეციალური მოწყობილობებისა და მედიკამენტების გარეშე.

გჯეროდეთ საკუთარი თავის

თქვენს გონებას და სხეულს იმაზე მეტი შეუძლია, ვიდრე თქვენ ფიქრობთ. თუ მოგეჩვენებათ, რომ თქვენი ძალა ზღვარზეა, დაიმახსოვრეთ, რომ გეჩვენება. ყოველთვის, მაშინაც კი, როცა ავად ხართ და ძალიან დაღლილი ხართ, ეძებეთ ძალა საკუთარ თავში, რომ გააგრძელოთ გზა.

იყავით მამაცი

მოგზაურობის დროს არაერთხელ შეგეშინდებათ. მდინარის გადაკვეთისას, ციცაბო კლდეზე ასვლისას, ღამით ტყეში ყოფნის. ეს კარგია. შიში არის სხეულის ბუნებრივი რეაქცია ექსტრემალურ პირობებზე . იყოთ მამაცი არ ნიშნავს არ განიცადოთ შიში, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ შეძლოთ მისი დაძლევა.