როგორ მოიქცეთ თვითმფრინავის ვარდნისას - ინსტრუქცია, რომელმაც შესაძლოა თქვენი სიცოცხლე იხსნას - rogor.ge

როგორ მოიქცეთ თვითმფრინავის ვარდნისას - ინსტრუქცია, რომელმაც შესაძლოა თქვენი სიცოცხლე იხსნას

განსაზღვრეთ სწორი ადგილი. ერთ-ერთი ავიაკატასტროფის გადარჩენილთა მონაცემებით დადგინდა, რომ სავარძლები კუდში, ფრთის უკანა კიდესთან ყველაზე უსაფრთხოა. ამავდროულად, ფანჯრიდან შორს. მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენა დიდწილად დამოკიდებულია ავარიის გამომწვევ მიზეზებზე, თუ გამგზავრებამდე ნერვიულობთ, ასეთ ადგილებში დაჯდომამ შეიძლება ოდნავ შეამსუბუქოს სტრესი.

წაიკითხეთ ავიაკომპანიის ბუკლეტი. ნებისმიერ თვითმფრინავში, სავარძლის წინა ჯიბეში არის უსაფრთხოების წესების სახელმძღვანელო. დარწმუნდით, რომ შეამოწმეთ იგი. ბუკლეტში ნახავთ ინფორმაციას, თუ სად მდებარეობს თვითმფრინავის გადაუდებელი გასასვლელები, როგორ უნდა გააღოთ კარები, სად იპოვოთ სამაშველო აღჭურვილობა და როგორ მოიქცეთ სახიფათო სიტუაციებში.

რა უნდა გააკეთოთ, თუ თვითმფრინავი ჩამოვარდა. სანამ თვითმფრინავი ჰაერშია, ერთადერთი, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ, თავი დაიმშვიდოთ და მკაფიოდ მიჰყვეთ უსაფრთხოების ყველა ინსტრუქციას. არავინ იცის რა მოხდება, თუმცა, პრიორიტეტია საკუთარ ფსიქიკურ მდგომარეობაზე ზრუნვა.

ეცადეთ დამშვიდდეთ. სიმშვიდის შენარჩუნება, როდესაც ირგვლივ პანიკაა, ძალიან რთულია, რადგან ეს არის სხეულის ბუნებრივი რეაქცია სტრესულ სიტუაციაზე. ეს ყველაფერი იწყება მსუბუქი შფოთვით და შეიძლება დასრულდეს სრული სიგიჟით. ცნობიერების დაბინდვის გარდა, პანიკამ შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს სხეულის სხვა სისტემებზე. განსაკუთრებული რისკის ჯგუფში არიან გულის დაავადებების მქონე ადამიანები. უარესის თავიდან ასაცილებლად, თქვენ უნდა შეეცადოთ ღრმად ისუნთქოთ. ეს ხელს შეუწყობს სისხლში ჟანგბადის და ნახშირორჟანგის დონის ნორმალიზებას.

შეიკარით უსაფრთხოების ღვედი. არ აქვს მნიშვნელობა თვითმფრინავი ვარდება, თუ ემზადება ასაფრენად, მგზავრმა სავარძელში დაჯდომისთანავე უნდა შეიკრათ ღვედი. სხეულის სწორ პოზიციაში დასაფიქსირებლად, ქამარი მაქსიმალურად შემოიხვიეთ და ბალთა მენჯის მიდამოში გადაიტანეთ. ძილის დროსაც კი არ მოიხსნათ.

დააჯგუფეთ ნივთები. თავდაპირველად შეამოწმეთ, გაქვთ თუ არა ჯიბეებში ბასრი საგნები (როგორიცაა კალმები ან გასაღებები), რამაც შეიძლება ზიანი მოგაყენოთ ავარიული დაშვებისას. ასევე დააკვირდით, არის თუ არა თქვენს ზემოთ მძიმე ჩანთები - ისინი შეიძლება თავზე დაგეცეთ ბიძგისგან.

მოიშორეთ სახიფათო საგნები და შემდეგ დაიკავეთ სწორი პოზიცია: შეიკარით უსაფრთხოების ღვედი, მოხარეთ და მჭიდროდ შემოხვიეთ ხელები მუხლებზე. თავით დაეყრდენით მუხლებს ან დახარეთ რაც შეიძლება დაბლა. თუ წინა სავარძლის გამო ასეთ მდგომარეობაში ყოფნას ვერ ახერხებთ, თავი სავარძლის საზურგეს მიაყრდენით.