სიყვარულის ბნელი მხარე - როგორ მოიქცეთ, თუ ხვდებით, რომ საყვარელი ადამიანი თქვენთვის უცხო გახდა - rogor.ge

სიყვარულის ბნელი მხარე - როგორ მოიქცეთ, თუ ხვდებით, რომ საყვარელი ადამიანი თქვენთვის უცხო გახდა

სიყვარულის გააზრება ნიშნავს იმის გაგებას, თუ რისი გაკეთება შეუძლია ამ გრძნობას თქვენთვის, როგორ შეიძლება ის აგრძნობინოთ პარტნიორს და როგორ ცვლის ადამიანს ეს გრძნობა. სიყვარული მოიცავს თქვენს ცხოვრებას და გადამწყვეტი ფაქტორია იმისა, ბედნიერი იქნებით თუ არა.

შეუძლებელია გიყვარდეს და არ იგრძნოთ ის ტკივილი, რომელიც ამ გრძნობას ახლავს. როცა ფიქრობთ სიყვარულზე, დიდი ალბათობით, მხოლოდ დადებით ასპექტებს ითვალისწინებთ, უარყოფითს უგულებელყოფთ. ჩვენ ხშირად ვფიქრობთ სიყვარულზე, როგორც ბედნიერების მწვერვალზე - მაგრამ ეს ასე არ არის.

სიყვარული არა მხოლოდ დადებითი გრძნობებია, არამედ უარყოფითიც. ეს არის მთელი გამოცდილება: ლამაზი და ცუდი რამ, რაც ადამიანებს უფრო ცოცხლად აგრძნობინებს თავს, ვიდრე ოდესმე. არ არის საჭირო სიყვარულის სევდიანი მხარის თავიდან აცილება. ადამიანის სიყვარული ყოველთვის დაკარგვის გრძნობასთან არის დაკავშირებული. გსურთ შერწყმა, რომ ერთმანეთის ნაწილი გახდეთ და რადგან ეს შეუძლებელია, ყოველთვის იგრძნობთ, რომ არის სხვა ადამიანის ნაწილი, რომელსაც ჯერ ბოლომდე არ იცნობთ.

ყოველთვის არის საყვარელი ადამიანის დაკარგვის რისკი - თუ ახლა არა, მაშინ ოდესმე აუცილებლად იგრძნობთ. ზოგჯერ ურთიერთობები კვდება და სიყვარულიც მათთან მიდის. დრო, ადამიანები და გარემოებები ცვლის ადამიანებს. სიყვარული, რომელიც ოდესღაც იგრძენით, იწვის ან ქრება და ადამიანი, რომელიც თქვენთვის ყველაფერი იყო, უცხო ხდება. თქვენ შეიძლება დიდი დრო გაატარეთ თქვენს პარტნიორთან და მხოლოდ ახლა გააცნობიერეთ, რომ ადამიანი, რომლის გვერდითაც იღვიძებთ, აღარ არის ისეთი, როგორსაც იცნობდით. ამის გაცნობიერება შეიძლება ძალიან რთული იყოს.

ახლა თქვენ უნდა გააკეთოთ არჩევანი: განაგრძოთ ცხოვრება ამ ადამიანის გვერდით, ან დაიწყოთ ყველაფერი თავიდან. ადრე თუ გვიან სიყვარული კვდება და ეს მას უფრო ძვირფასს ხდის. ყველა ის სევდიანი გრძნობა, რომელსაც განიცდით ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ოდესღაც თქვენი ცხოვრების ნაწილი იყვნენ, მაგრამ აღარ არიან, ასევე მისი ერთ-ერთი გამოვლინებაა.