როგორ ამოვიცნოთ დემენცია ერთი სიმპტომით, ადრეულ სტადიაზე - rogor.ge

როგორ ამოვიცნოთ დემენცია ერთი სიმპტომით, ადრეულ სტადიაზე

სამწუხაროდ, დემენციის თავიდან აცილება შეუძლებელია. მაგრამ უაღრესად მნიშვნელოვანია დაავადების ადრეულ სტადიაზე დაკვირვება და თერაპიის დახმარებით მისი განვითარების მაქსიმალურად შენელება.

საწყის ეტაპზე დემენციის ნიშნების შემჩნევა არც ისე ადვილია: დაავადების სიმპტომები "შენიღბულია" და მას სერიოზულად არ აღიქვამენ. ერთ-ერთი მზაკვრული ნიშანია ხანდაზმულ ადამიანებში დეპრესიისკენ მიდრეკილება. თავად მოხუცები, როგორც წესი, ამ მომენტში ვერ ახერხებენ ადეკვატურად შეაფასონ თავიანთი მდგომარეობა, ახლობლები კი მათ ქცევაში მოულოდნელ ცვლილებებს ასაკისა და ხასიათის ასაკობრივ ცხვლილებებს მიაწერენ.

ასეთი უყურადღებობა იწვევს სამწუხარო შედეგებს: დემენცია ვლინდება ძალიან გვიან და პროგრესულ ეტაპზე. თუ ამ სიმპტომს დროულად შეამჩნევთ, მიმართეთ ექიმს და გაარკვიეთ ჭეშმარიტი პრობლემა, დაავადების განვითარება შეიძლება 8-10 წლით გადაიდოს, რაც საკმაოდ საყურადღებოა ხანდაზმულებში.