გაღიზიანება, დაუცველობა, შფოთვა - ნერვული აშლილობის 7 ნიშანი - შეამოწმეთ საკუთარი თავი - rogor.ge

გაღიზიანება, დაუცველობა, შფოთვა - ნერვული აშლილობის 7 ნიშანი - შეამოწმეთ საკუთარი თავი

გაღიზიანებადობა

წვრილმანებზე გაღიზიანება ემოციური აშლილობის პირველი ნიშანია. აგრესია, მოთბინების დაკარგვა, ყვირილი, ცოტა რამ ხომ არ არის? სრულიად დაღლილი ხართ, დაისვენეთ.

ნულოვანი მოტივაცია

თუ არაფრის კეთების სურვილი არ გაქვთ, ძლივს დგებით საწოლიდან და სამსახურში გონებრივი ძალა გეწურებათ, სასწრაფოდ უნდა იზრუნოთ საკუთარ თავზე. გადახედეთ თქვენს დამოკიდებულებას ცხოვრებისადმი, იპოვეთ დასაყრდენი. არ მიჰყვეთ დინებას, გააკონტროლეთ გარემოებები.

უძილობა

ყველას აქვს უძილო ღამეები. წევხართ საათობით და არ გეძინებათ? დიდი ალბათობით, აკვიატებული ფიქრები არ გაძლევთ მოდუნების საშუალებას, რაღაც გაწუხებთ, მაგრამ ამის დაძლევა შესაძლებელია. სცადეთ მედიტაცია ან ეწვიეთ ექიმს.

შფოთვა

შფოთვა გტანჯავთ, მიჰყავხართ სასოწარკვეთილებამდე. თუ შფოთვის შეტევები ძალიან ხშირად გაქვთ, არ უნდა გაუძლოთ ჩუმად. თუ ეს შესაძლებელია, შეეცადეთ თავიდან აიცილოთ სტრესი, ითხოვეთ დახმარება. ესაუბრეთ ადამიანებს, რომლებსაც ენდობით, იპოვეთ ფსიქოთერაპევტი - აუცილებლად გაუმკლავდებით.

მოწყვლადობა

გადაჭარბებული მგრძნობელობა, წვრილმანებზე გაღიზიანებისა და შეურაცხყოფის მიდრეკილება მიუთითებს იმაზე, რომ სტრესულ მდგომარეობაში ხართ და გჭირდებათ სიმშვიდე. ცხოვრება არ ნიშნავს ტანჯვას, ხანდახან ბედი ძლიერ "ურტყამს", მაგრამ ბედნიერება იმაზეა დამოკიდებული, იცით თუ არა დარტყმის მიღება.

იფიქრეთ საკუთარ თავზე

როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს, თითქოს დუნდება და უგრძნობი ხდება. ამაში უცნაური არაფერია, ასე მუშაობს დამცავი მექანიზმი, რომელიც მძიმე დაზიანებებისას გადარჩენას უწყობს ხელს. ტკივილის დაბლოკვა უფრო ადვილია, ვიდრე შეგრძნება. თუ ეს მოხდება, შეეცადეთ შეიცნოთ საკუთარი თავი. იმის გაგება, თუ რასთან არის დაკავშირებული ტკივილი და სევდა, პირველი ნაბიჯია ნორმალური ცხოვრებისკენ.

ცრემლიანობა

ცრემლები თავისთავად არ ჩნდება, ეს არის ნორმალური რეაქცია სიხარულზე ან მწუხარებაზე. მაგრამ თუ დაიწყებთ ტირილს ყველა წვრილმანზე, დროა დაფიქრდეთ თქვენს ფსიქიკურ მდგომარეობაზე და გაიგოთ, რა გჭირთ. ალბათ დაღლილი და უბედური ხართ. დროა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ ცხოვრობთ და რა გსურთ.