როგორ დაზოგოთ ფული კრიზისის დროს - rogor.ge

როგორ დაზოგოთ ფული კრიზისის დროს

ფულის დაზოგვაზე იქამდე უნდა იფიქროთ, სანამ კრიზისი მოვა. პრაქტიკაში ეს სხვაგვარად ხდება - კარგ წლებში ადამიანებს არ ჰგონიათ, რომ შეიძლება ცუდი დრო დადგეს, ამიტომ არაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ როგორმე დაზოგონ თავიანთი შემოსავალი. შემდეგ, როცა ეკონომიკური ზრდა შენელდება, აქტივების ფასი უცებ იშლება და ადამიანები რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდებიან, სრულიად მოუმზადებლები.

წინასწარ უნდა იფიქროთ იმაზე, თუ როგორ დაზოგოთ ფული. შეგიძლიათ შეიძინოთ ვალუტა, ან ინვესტიცია ჩადოთ. არ არის საჭირო პანიკა, როცა საქმე ფულის დაზოგვას ეხება. ბაზრებზე ყოველთვის იყო და იქნება სპეკულაციები, ამიტომ ინდივიდმა უპირველესად ყურადღება უნდა გაამახვილოს საკუთარ ინტერესებსა და საჭიროებებზე.

რა შეიძლება გაკეთდეს ფულის დაზოგვისთვის?

ბევრი ფიქრობს, რომ ფასიანი ქაღალდების პორტფელი მდიდარი ადამიანების ხვედრია, მაგრამ ეს ასე არ არის. მისი შექმნა ნებისმიერს შეუძლია, მაგრამ თქვენ უნდა გახსოვდეთ შემდეგი წესები:

  • სანამ პორტფელის შექმნას დაიწყებთ, უნდა იზრუნოთ დანაზოგის გაზრდაზე გაუთვალისწინებელი სიტუაციებისთვის. ეს ის ფულია, რომელიც ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს, რადგან არავინ ვიცით რა მოხდება. ეს ერთგვარი სარეზერვო ფონდია, რომელიც საშუალებას გაძლევთ შეინარჩუნოთ თქვენი ჩვეული ცხოვრების დონე 6 თვე ან მეტი დროის მანძილზე, საჭიროების შემთხვევაში.
  • აუცილებელია სესხებისგან თავის დაღწევა, რადგან ზოგიერთი ადამიანის მდგომარეობას ფინანსურად ნაკლებად სტაბილურს ხდის. თუ მათი გაუქმების საშუალება არ არის, მინიმუმ უნდა შეამციროთ მათი რაოდენობა ისე, რომ ფულის უმეტესი ნაწილი დარჩეს ოჯახში და არ წავიდეს ბანკებში.