7 მეთოდი, როგორ შეინარჩუნოთ მაკიაჟი დღის ბოლომდე - rogor.ge

7 მეთოდი, როგორ შეინარჩუნოთ მაკიაჟი დღის ბოლომდე

გამოიყენეთ პრაიმერი

თუ გიყვართ სხვადასხვა პროფესიონალური ნივთები, მაშინ დროა გამოიყენოთ პრაიმერი, რომლის საშუალებითაც კოსმეტიკა უკეთესად და დიდხანს ძლებს სახეზე. გარდა ამისა, მას აქვს სხვა სასარგებლო თვისებებიც: არბილებს ფორებს, ხსნის სიწითლეს, მატებს ბზინვარებას.

1-1678697657.png

გაასწორეთ ჩრდილები

ქუთუთოები ჩვენი სახის ყველაზე მოძრავი ნაწილია, ამიტომ ისინი ყველაზე პრობლემურია. ყველაზე ძვირადღირებულ ჩრდილებსაც კი შეუძლიათ ბაზის გარეშე "გადახვევა". თუ არ გსურთ ქუთუთოების პრაიმერის ყიდვა, მაშინ სცადეთ წაისვით კორექტორი მოძრავ ქუთუთოზე – იგივე, რასაც იყენებთ თვალების ქვეშ ჩაშავების შესანიღბად. მას ასევე აქვს „წებოვანი“ ძირი, რომელზეც ჩრდილები უკეთესად ეწებება.

2-1678697672.png

გამოიყენეთ მაკიაჟის ფიქსატორი

მაკიაჟის ფიქსატორი მართლაც ძალიან სასარგებლო რამაა. როგორც კი მაკიაჟს დაასრულებთ, რამდენჯერმე შეისხურეთ სახეზე სპრეი. ეს გაახანგრძლივებს თქვენი "მაკიაჟის სიცოცხლეს" რამდენიმე საათით, განაახლებს თქვენს კანს და საშუალებას მოგცემთ აღარ გაიკეთოთ მაკიაჟი დღის განმავლობაში.

3-1678697686.png

შეცვალეთ პუდრი სველი ხელსახოცით

მითი იმის შესახებ, რომ მაკიაჟის გამოსწორება შეგიძლიათ პუდრით, სრულიად გაუმართლებელია. ფაქტობრივად, პუდრის ეფექტი დიდხანს არ გრძელდება - ფენების მუდმივად განახლება მოუწევს. ამგვარად სახის გადატვირთვის ნაცვლად, უმჯობესია გამოიყენოთ სველი ხელსახოცი, კანი უფრო სუფთა გახდება და შედეგიც დიდხანს გაგრძელდება.

შეცვალეთ ჩვეულებრივი ტუში წყალგამძლე ტუშით

წყალგამძლე ტუშის დადებითი არა მხოლოდ ისაა, რომ წყლით არ ირეცხება, არამედ პრაქტიკულად არ იშლება. ასეთი ტუშის ძირი ძალიან მკვრივი და ბლანტია, ამიტომ საღამოს თვალის ქვეშ ვერავითარ კვალს ვერ დაინახავთ. თუმცა რაღაცის დათმობა მოგიწევთ, ამგვარი ტუში ვერ აძლევს წამწამებს ისეთივე მოცულობას, როგორიც ჩვეულებრივი.

არ წაისვათ ტუში ქვედა წამწამზე

ქვედა წამწამებზე ტუშის წასმისთანავე დაინახავთ შესანიშნავ შედეგს - ეს ვიზუალურად ადიდებს თვალებს და აფართოებს მათ. თუმცა გაიაზრეთ, რა მოხდება საღამოს. ნებისმიერი ტუში ამძიმებს ქვედა თხელ წამწამებს, ოდნავ ჩრდილს აჩენს თვალების ქვეშ, ცოტათი ითხაპნება და ამის გამო ისეთივე აღარ იქნება, როგორიც თავიდან. თუ ნამდვილად გსურთ ქვედა წამწამის გამოკვეთა, მაშინ მსუბუქად მონიშნეთ იგი ყავისფერი ფანქრით.

თან წაიღეთ ბამბის ტამპონები

ჩადეთ რამდენიმე ბამბის ტამპონი ჩანთაში - ყოველთვის სასარგებლოა, თუ საჭიროა ზედა ქუთუთოზე ჩრდილების კვალის, ან ტუშის კვალის მოცილება.