როგორ მოვამზადოთ 5 გამაახალგაზრდავებელი სახის ნიღაბი იმისგან, რაც მაცივარში გაქვთ
შოკოლადის ნიღაბი
შავი შოკოლადი მდიდარია ანტიოქსიდანტებით, რომლებიც კანს ბზინვარებას ანიჭებს, ყველასათვის საყვარელი პროდუქტი კი სიხარულის ჰორმონს – სეროტონინს შეიცავს. ამიტომ შოკოლადის ნიღაბი არა მხოლოდ გალამაზებთ, არამედ გაგახარებთ.
- 1/2 ჭიქა კაკაოს ფხვნილი;
- 3 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა;
- 4 სუფრის კოვზი კრემი;
- 1/4 ჭიქა თაფლი.
როგორ მოამზადოთ:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი;
- წაისვით მცირე ფენა სახეზე;
- გააჩერეთ დაახლოებით 10 წუთი;
- ჩამოიბანეთ.
კვერცხის თეთრი ნიღაბი
მარტივი, მაგრამ ეფექტური ნიღაბი, რომელიც ხელს უწყობს ფორების შეკვრას. ამისთვის საჭიროა მხოლოდ 1 ქათმის კვერცხი.
როგორ მოამზადოთ:
- გაიწმინდეთ სახე თბილი წყლით, რათა გახსნათ ფორები;
- გატეხეთ კვერცხი და გამოაცალეთ ცილა გულისაგან;
- სუფთა ხელებით წაისვით ცილა სახეზე, ფრთხილად იყავით, რომ თვალებში არ მოგხვდეთ;
- გააჩერეთ 15 წუთი.
ჯანჯაფილის და ყავის ნიღაბი
ჯანჯაფილის და ყავის ნიღაბი კოფეინის შემცველობის გამო ამცირებს ანთებას და შეშუპებას, ხოლო კურკუმაში შემავალი ანტიოქსიდანტები კანს ბზინვარებას მისცემს.
- 1 სუფრის კოვზი ხსნადი ან დაფქული ყავა;
- 1 სუფრის კოვზი ჯანჯაფილის ფხვნილი;
- 1 სუფრის კოვზი ბერძნული იოგურტი.
როგორ მოამზადოთ:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი;
- წაისვით მთელ სახეზე, მათ შორის თვალების ქვეშ;
- დატოვეთ 20 წუთი;
- გაიმშრალეთ თბილი ნესტიანი პირსახოცით.
ბანანის ნიღაბი
ბანანი შეიცავს უამრავ საკვებ ნივთიერებას, ამიტომ ბანანის სახის ნიღაბი შესანიშნავი საშუალებაა კანის დასატენიანებლად. დაგჭირდებათ:
- რამდენიმე ცალი მწიფე ბანანი;
- 1 სუფრის კოვზი სქელი იოგურტი;
- 1/2 სუფრის კოვზი ახალი ლიმონის წვენი.
როგორ მოამზადოთ:
- მწიფე ბანანი გახეხეთ კოვზით;
- ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ;
- გაიწმინდეთ სახე თბილი წყლით;
- წაისვით კანზე და ნაზად შეიზილეთ კანი 2-3 წუთის განმავლობაში;
- გაიჩერეთ ნიღაბი 25-30 წუთის განმავლობაში;
- გაიმშრალეთ თბილი ნესტიანი პირსახოცით.
მარწყვის ნიღაბი
მარწყვი მდიდარია A, B, C ვიტამინებით და ასევე შეიცავს სხვადასხვა ხილის მჟავებს, რომლებიც ხელს უწყობს კანის ზედა ფენის აქერცვლას და ხდის მას გლუვს. მარწყვი გამოიყენება კოსმეტოლოგიაში გამაახალგაზრდავებელი და დაბერების საწინააღმდეგო ეფექტისთვის. დაჭირდებათ:
- 10 ცალი ახალი მარწყვი;
- 1/4 ჭიქა ფუტკრის მტვერი (დინდგელი);
- 3 სუფრის კოვზი ნატურალური თაფლი;
- 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთის მაიონეზი;
- რამდენიმე წვეთი ლავანდის ეთერზეთი, სურვილისამებრ.
როგორ მოვამზადოთ:
- შეურიეთ ყველა ინგრედიენტი;
- წაისვით სახეზე, მოარიდეთ თვალის მიდამოებს;
- დაიტოვეთ 20 წუთი;
- ჩამოიბანეთ თბილი წყლით.