როგორ გავაძლიეროთ ნებისყოფა - rogor.ge

როგორ გავაძლიეროთ ნებისყოფა

მოერიდეთ ცდუნებას

თუ გჯერათ, რომ თქვენს ნებისყოფას აქვს საზღვრები, მოიშორეთ გარეგანი იმპულსები, რომლებიც აღძრავს სურვილს. შედეგად თქვენ არ დახარჯავთ ენერგიას თვითკონტროლზე.

შეადგინეთ გეგმა

მაგალითად, თუ უცხო ენას სწავლობთ და კვირაში გარკვეული რაოდენობის სიტყვების სწავლა გჭირდებათ, გამოყავით გარკვეული დრო, რომელსაც დაუთმობთ სწავლას. ასე რომ თქვენ ნაკლებად იფიქრებთ კონკრეტულ ნაბიჯებზე და უფრო მეტად კონცენტრირდებით ამ საკითხზე.

მიეცით მოტივაცია საკუთარ თავს

იფიქრეთ იმაზე, თუ რა დგას თქვენი მიზნების მიღმა - თქვენი სურვილი, გახდეთ უკეთესი, ასიამოვნოთ სხვებს ან დააკმაყოფილოთ გარკვეული საზოგადოების მოლოდინები? თქვენი მიზნები ნამდვილად თქვენია თუ სხვისი?

ფოკუსირება ერთ ამოცანაზე

ბევრი ადამიანი უშვებს შეცდომას და ცდილობს ერთდროულად მიიღოს ბევრი რამ, რაც მოითხოვს ნებისყოფას. ისინი ერთდროულად ცდილობენ თავი დაანებონ მოწევას, დაზოგონ ფული, დაიკლონ წონაში, მიიღონ უკეთესი სამუშაო.

გჯეროდეთ საკუთარი თავის

თქვენმა რწმენამ შეიძლება შეარყიოს თქვენი ძლიერი მხარეები, მაგრამ მათ ასევე შეუძლიათ გააძლიერონ ისინი. შეინარჩუნეთ პოზიტიური დამოკიდებულება, შეხედეთ თქვენს მიზანს ოპტიმიზმით და იგრძნობთ, რომ თქვენთვის უფრო ადვილია სირთულეების გადალახვა.