როგორ ვიყოთ ერთდროულად საყვარლები, პარტნიორები და მეგობრები - rogor.ge

როგორ ვიყოთ ერთდროულად საყვარლები, პარტნიორები და მეგობრები

გიყვარდეთ ინტიმური ურთიერთობა

ურთიერთობაში ეროტიკას დრო და კონცენტრაცია სჭირდება. როდესაც წყვილის ურთერთობაში დაძაბულობაა, ეს მაშინვე აისახება სექსზე.

პარტნიორის პასუხისმგებლობა

შეუძლებელია რაიმე სერიოზული ურთიერთობა არსებობდეს ერთმანეთის წინაშე პასუხისმგებლობის გარეშე. იხდით გადასახადებს, ზრდით ბავშვებს, გეგმავთ ბიუჯეტს, იღებთ იპოთეკას, ანაწილებთ საოჯახო საქმეებს. დიახ, ეს არის პარტნიორობა, რომელიც, ერთი მხრივ, დაუსრულებელ შრომას მოითხოვს და, მეორე მხრივ, ოჯახის შესანარჩუნებლად საუკეთესო საშუალებაა. ოჯახური ურთიერთობები მყარდება და თქვენს საერთო სახლს ციხე-სიმაგრედ აქცევს. პარტნიორობა მოითხოვს სრულ ნდობას, ერთგულებას და პატიოსნებას ურთიერთობაში, პარტნიორული პრობლემები მაშინვე აისახება ინტიმურ ურთიერთობაზე, შემდეგ კი მეგობრობაზე. დაუთმეთ დრო და განიხილეთ პარტნიორთან თქვენი საოჯახო მოვალეობები.

ნამდვილი მეგობრობა

დაქორწინებულ წყვილში მეგობრობა ეყრდნობა სამ საყრდენს: ეს არის ნდობა, სულიერი ნათესაობა და თამაშის ელემენტი. მეგობრობა არის ის, თუ როგორ იცინიან წყვილები, ჭორაობენ, ფილოსოფოსობენ, სადილობენ რესტორანში, უზიარებენ თავიანთ შინაგან აზრებს, ოცნებებს, შიშებს და გამოხატავენ გრძნობებს. ალბათ, მეგობრობა ქორწინების ყველაზე ნაკლებად დახვეწილი ნაწილია, რადგან ის ისეთივე თვალშისაცემი არ არის, როგორც სექსი და საოჯახო საქმეები. ბევრმა წყვილმა შეიძლება ვერც კი შეამჩნიოს, თუ როგორ უარესდება მეგობრობა თანდათანობით, შემდეგ კი მთლიანად ფუჭდება. ყოველდღიური საზრუნავის გამო, ნაკლებად სავარაუდოა, რომ უბრალოდ გულწრფელად ისაუბროთ.

და ვინ უფრო ხართ - შეყვარებული, პარტნიორი თუ მეგობარი?

უპასუხეთ შემდეგ კითხვებს, რათა გაიგოთ რომელ მათგანს მიეკუთვნებით. იდეალურ შემთხვევაში ორივე პარტნიორმა უნდა უპასუხოს შეკითხვებს და შემდეგ შეადაროს მათი შედეგები.

  • კმაყოფილი ხართ თქვენი სექსუალური ცხოვრებით?
  • გრძნობთ სურვილის შესუსტებას?
  • გრძნობთ, რომ მხოლოდ თქვენ აკეთებთ საოჯახო საქმეებს?
  • გრძნობთ, რომ თქვენი ფინანსები მუდმივად უკონტროლოა?
  • მოგწონთ საუბარი და ერთად დროის გატარება?
  • მოწყენილი ხართ მეუღლესთან?
  • ვინმესთან უფრო გულწრფელი ხართ, ვიდრე საყვარელ ადამიანთან?

მას შემდეგ რაც მოძებნით თქვენს თავში პასუხებს, ისაუბრეთ მასზე. გაარკვიეთ, რა ენატრება საწოლში, როგორ შეგიძლიათ გადაანაწილოთ საყოფაცხოვრებო სამუშაოები და უბრალოდ შეეცადეთ იყოთ გულწრფელი.