როგორ შევქმნათ გაცნობის საიტზე წარმატებული პროფაილი - rogor.ge

როგორ შევქმნათ გაცნობის საიტზე წარმატებული პროფაილი

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ უფრო სანდოა ადამიანი, რომელსაც პროფაილზე აქვს ძაღლთან ერთად გადაღებული ფოტო. ძაღლი კარგი ნიშანია იმისა, რომ ადამიანი მზადაა სტაბილური ურთიერთობისთვის. ადამიანთა გარკვეული რაოდენობა სპეციალურადაც კი იღებს ფოტოებს შინაურ ცხოველთან, რადგან გაზარდოს წარმატების შანსები.

კვლევის თითქმის ყველა მონაწილემ გამოთქვა მოსაზრება, რომ ძაღლების პატრონები არიან კომუნიკაბელურები, აქტიური და ემპათიური ადამიანები.

აღმოჩნდა, რომ გოგონები თავს უფრო დაცულად გრძნობდნენ, ნაკლებ შიშს განიცდიდნენ, თუ ძაღლი იყო აღბეჭდილი ფოტოზე. მეტიც, განსაკუთრებით დადებითი რეაქცია გამოიწვია ისეთმა ფოტოებმა, სადაც ადამიანს ხელში ეჭირა ძაღლი.

728x409-1-a485090aeb539c71550a956d0072068f1000x562-0xac120004-1959016871676378582-1677503704.jpeg

ეს მიუთითებდა იმაზეც, რომ ამ კაცს შეუძლია სიყვარული, თავგანწირული ზრუნვა, გაცემა სანაცვლოდ ბევრის მიღების გარეშე. ის ცხოველის ერთგულია, ვალდებულებები აქვს აღებული და ასრულებს. ეს არის ზუსტად ის, რაც ქალს ყოველთვის სჭირდება – პარტნიორი, რომელიც მუდამ მხარში დაუდგება, რომელსაც დაეყრდნობა, რომელიც იქნება პასუხისმგებელი, იზრუნებს მასზე.