მზესუმზირასავით იჭმება - როგორ მოვამზადოთ ქათმის გულები ყველაზე გემრიელად - rogor.ge

მზესუმზირასავით იჭმება - როგორ მოვამზადოთ ქათმის გულები ყველაზე გემრიელად

დასაწყისისთვის, საფუძვლიანად გარეცხეთ ქათმის გული და ამოიღეთ ყველა ზედმეტი ნაწილი პროდუქტიდან. შემდეგ ჩაყარეთ დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები ქვაბში. შეავსეთ იგი წყლით და აადუღეთ.

rogor1-1677244388.jpg

როცა წყალი ადუღებას დაიწყებს, დაუმატეთ ქათმის გული. ადუღეთ არა უმეტეს 15 წუთის განმავლობაში, აუცილებლად მოაცილეთ ქაფი, რომელიც წარმოიქმნება წყლის ზედაპირზე.

მზა გულები ჩაყარეთ საწურში. ამასობაში მოამზადეთ მარინადი. გამოწურეთ ლიმონის წვენი და შეურიეთ წყალს. დაამატეთ მცენარეული ზეთი, მდოგვი, ბალზამიანი ძმარი, მარილი, შაქარი და შავი პილპილი გემოვნებით.

rogor-1677244458.jpg

მიღებული სითხე კარგად აურიეთ ისე, რომ მარილი და შაქარი გაიხსნას. თუ სახლში მდოგვი არ გაქვთ, შეგიძლიათ შეცვალოთ იგი კრემისებური პირშუშხით ("ხრენი"). შემდეგ გაფცქვენით და დაჭერით ხახვი ნახევარ რგოლებად, დაჭერით მწვანილი. მაგალითად, ქინძი.

გულები და ხახვი მოათავსეთ მარინადის თასში, ასევე დაამატეთ მწვანილი. შედგით მაცივარში 2-4 საათით. რაც უფრო დიდხანს გააჩერებთ, მით უფრო გემრიელია. მარინირების პროცესში უმჯობესია გულები დროდადრო ამოურიოთ. მიირთვით ცივი ნებისმიერ კერძთან ერთად.

გემრიელად მიირთვით!