როგორ დავწეროთ კარგი განცხადება კომერციული ფართის გასაქირავებლად - rogor.ge

როგორ დავწეროთ კარგი განცხადება კომერციული ფართის გასაქირავებლად

იმისთვის, რომ ქონება სწრაფად გააქირაოთ მიუთითეთ გარიგების ტიპი. ასევე, ყურადღება მიაქციეთ ფართის დანიშნულებას, რათა დაინტერესებული კლიენტი მიხვდეს საბავშვო ბაღის მოსაწყობად უფრო გამოდგება ფართი, მაღაზიის თუ ოფისის. მნიშვნელოვანია, სწორად მიუთითოთ მისამართი, ფასი და საკონტაქტო ინფორმაცია. თუ ფასი საბაზრო ღირებულებას არ შეესაბამება ან უხარისხო ფოტოები გაქვთ, შეეცადეთ ეს პარამეტრები გააუმჯობესოთ.

მიუთითეთ სრული ინფორმაცია

აღწერა უნდა შეიცავდეს ობიექტის მახასიათებლებს, ძირითად უპირატესობებს და დამატებით ინფორმაციას. მნიშვნელოვანია ვრცლად უპასუხოთ შემდეგ კითხვებს:

  • რაიყიდება/ქირავდება;
  • სად მდებარეობს;
  • რა მახასიათებლები აქვს;
  • რატომ არის მომგებიანი მყიდველისთვის ამ ობიექტის ქირაობა;
  • რა ღირს;
  • ვინ არის გამყიდველი: მფლობელი თუ რეალტორი;
  • რასთან არის ახლოს;