როგორ მივცეთ ბავშვს თევზი - რამდენი ხორცი და თევზი ჰყოფნის ბავშვს დღეში - ასაკისა და დოზის მითითებით - rogor.ge

როგორ მივცეთ ბავშვს თევზი - რამდენი ხორცი და თევზი ჰყოფნის ბავშვს დღეში - ასაკისა და დოზის მითითებით

საუკეთესო ხორცის ასორტიმენტი ბავშვებისათვის:

საქონლის ხბოს ქათმის წიწილის ინდაურის კურდღლის არანაკლებ სასარგებლოა ცილოვანი პროდუქტები, მაგალითად ზღვის თევზი, რომლის მზარდი ორგანიზმიც გაჯერებულია ცილებით, ცხიმებით, მაგნიუმით, კალიუმითა და ფოსფორით. მაინც უნდა გვახსოვდეს, რომ თევზი საკმაოდ ალერგიული პროდუქტია, ამის გამო მისი შეტანა ბავშვთა რაციონში საჭიროებს დიდ სიფრთხილეს.

საჭიროა შევაფასოთ ბავშვის რეაქცია ახალ პროდუქტზე რაციონში შეტანისას.

ბავშვისთვის ხორცი და თევზი მაქსიმალურად სანდო მაღაზიაში შეიძინეთ. ხორცი ახალიც უნდა იყოს და სწორად იყოს შენახული. ნუ მისცემთ გაყინულ ხორცს. თუ თავად ახალი თევზი იყიდეთ და გაყინეთ, ეს შესაძლებელია, მაგრამ მაღაზიაშივე გაყინული სახით ნაყიდი ხორცი ნამდვილად არ არის სასურველი ბავშვისთვის.

რა რაოდენობით უნდა იყოს ხორცი ბავშვის რაციონში 1წლის ასაკიდან?

თუ ბავშვის საჭმლისმომნელებელი სისტემა კარგად ინელებს ხორცს, ულუფა 12 თვისათვის შეადგენს დაახლოებით 50-70 გრამს დღეში. ეს სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ბავშვმა არ განიცადოს ვიტამინებისა და მიკროელემენტების დეფიციტი, რომელსაც შეიცავს ხორცი. განაგრძეთ კითხვა