როგორ დავაუთოვოთ ტყავის ქურთუკი - მარტივი და ეფექტური საშუალება - rogor.ge

როგორ დავაუთოვოთ ტყავის ქურთუკი - მარტივი და ეფექტური საშუალება

ტყავის ქურთუკის დასაუთოვებლად აუცილებელია გარკვეული რეკომენდაციების მკაცრად დაცვა. თქვენ ასევე დაგჭირდებათ საუთაო დაფა და შესაფუთი ქაღალდი, ან გლუვი სტრუქტურის ქსოვილი.

  • გამორთეთ ორთქლის რეჟიმი უთოზე და დააყენეთ ყველაზე დაბალ ტემპერატურაზე;
  • მოათავსეთ ამობრუნებული ქურთუკი საუთაო დაფაზე. მისი დაუთოება ხდება ქაღალდის, ან ნაჭრის გამოყენებით;
  • ნაჭერი, რასაც დააფარებთ. მაქსიმალურად დაჭიმული უნდა იყოს, ნაკეცების გარეშე;
  • აუცილებელია ქურთუკის დაუთოება ნელი მოძრაობებით, ზედმეტი ზეწოლის გარეშე. თუ კოკრეტული ადგილი არ დაუთოვდა, დაელოდეთ სანამ ქსოვილი მთლიანად გაგრილდება და გაიმეორეთ პროცედურა.

9e7c8d708e3322b13f305bc499a2886c-1677141427.jpeg

მეორე მეთოდისთვის დაგჭირდებათ უთო ორთქლის ფუნქციით:

  • ჩამოკიდეთ თქვენი ქურთუკი საკიდზე. უნდა დაიკიდოს თანაბრად, დახრილობის გარეშე. შეარჩიეთ საკიდის სწორი ზომა, რათა ქურთუკის მხრები მოერგოს საკიდს.
  • დაელოდეთ, სანამ უთო არ მიაღწევს სასურველ ტემპერატურას და ორთქლი დაიწყებს გამომოსვლას უთო ძირიდან.
  • მოათავსეთ უთოს ძირი ქურთუკიდან 10-15 სმ დაშორებით. გამოიყენეთ ორთქლის ჭავლი კანის დანაოჭებული უბნების გასასწორებლად. საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ ორთქლის გამაძლიერებელი, განსაკუთრებით ძლიერ ნაოჭებზე.
  • თუ პროცედურის გამეორება გჭირდებათ, არ დაგავიწყდეთ, რომ ქსოვილი გაგრილდეს.