როგორ შევიძინოთ ბინა იპოთეკით მომგებიანად - rogor.ge

როგორ შევიძინოთ ბინა იპოთეკით მომგებიანად

რა ოდენობის თახნის და რა ვადით მიღება შემიძლია?

თუ უკვე გაქვთ იპოთეკური სესხი და გსურს მეორე იპოთეკური სესხის აღება, შესაძლებელია არსებული სესხების გაერთიანება და ერთი იპოთეკური სესხის აღება. ამასთანავე, სესხი შეგიძლიათ აიღოთ როგორც ლარში, ასევე აშშ დოლარში ან ევროში. თუმცა, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით 200,000 ლარამდე დავალიანების შემთხვევაში სესხი აუცილებლად უნდა გაიცეს ლარში.

იპოთეკური სესხი შეიძლება გაიცეს მაქსიმუმ 20 წლით თუ სესხი გაიცემა ლარში, ან სესხი გაიცემა უცხოურ ვალუტაში და მსესხებლის შემოსავალი იმავე ვალუტაშია.მაგრამ, 15 წელზე მეტი ხნით ვერ შეძლებთ სესხის ვადის განსაზღვრავს თუ სესხს უცხოურ ვალუტაში იღებთ, ხოლო შემოსავალი ლარში გერიცხებათ.

იპოთეკური სესხის აღებისას უძრავი ქონება დაიტვირთება იპოთეკით. ამასთანავე, იპოთეკით შეიძლება დატვირთოს როგორც შესაძენი უძრავი ქონება, ასევე შეგიძლიათ დატვირთოთ თქვენს საკუთრებაში არსებული სხვა ქონებას.

გასცემს თუ არა ბანკი სრულ თანხას?

იპოთეკით შესაძლებელია შეიძინოთ ბინა სრული დაფინანსებით, გარდა ამისა შესაძლოა ისესხოთ უფრო მეტი თანხაც, მაგალითად ბინის შემდგომი რემონტისთვის. ამ შემთხვევაში არსებობს რამდენიმე გზა. პირველ შემთხვევაში თქვენი შემოსავალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს პირობებს. თუმცა, ხშირ შემთხვევაში არასაკმარისი შემოსავლის გამო ეს ვერ ხერხდება და ბანკი საჭირო თანხის მხოლოდ 70-80%-ს გიფინანსებთ. გამოსავალი აქაც არსებობს, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იპოთეკით შეგიძლიათ დატვირთოთ არამხოლოდ შესაძენი, არამედ თქვენს საკუთრებაში უკვე არსებული უძრავი ქონებაც. ხოლო, თუ არც სხვა უძრავ ქონებას ფლობთ, გამოსავლის პოვნა ასეთ შემთხვევაშიც შეგვიძლია და შეგიძლიათ თანამსესხებელთან ერთად მიიღოთ სასურველი თანხა. ასეთ შემთხვევაში, თანამსესხებელი თქვენი ოჯახის წევრი უნდა იყოს და თქვენი შემოსავალი ერთად უნდა აკმაყოფილებდეს სასესხო პირობებს. განაგრძეთ კითხვა

წყარო: ss.ge