როგორ მოიქცეთ, თუ გიღალატეს - rogor.ge

როგორ მოიქცეთ, თუ გიღალატეს

მოღალატედ ყოფნა კონკრეტული ადამიანის არჩევანია

გააკეთეთ ყველაფერი, რომ მას თქვენთან საერთო აღარ ჰქონდეს. ნუ დაადანაშაულებთ საკუთარ თავს. სჯობს თავი დაიცვათ და ამ "ორმოში აღარ ჩავარდეთ".

არ უნდა აპატიოთ ღალატი

პატიება ნიშნავს ამ ადამიანის დანაშაულის ხარისხის შემცირებას ან ამ დანაშაულის მოხსნას. თქვენ უნდა ფიქრობდეთ საკუთარ თავზე, რომ იყოთ ბედნიერი და დაიცვათ თავი. სხვა ადამიანების ქმედებების პატიება და გამართლება სავალდებულო არ არის. ვისი გულისთვის ხართ ასეთი კარგი და თქვენ თვლით, რომ ეს სიკეთეა?

ხდება ისე, რომ რაღაც მოვლენის შემდეგ, ადამიანის მიმართ დამოკიდებულება იცვლება

ღალატი სწორედ ასეთი ქმედებაა, რის შემდეგაც თქვენი ერთობლივი პლანეტის მიწიერი სამყარო იბზარება. იცხოვრეთ თქვენს ნახევარზე, ნუ ააშენებთ გადასასვლელებს ამ ბზარზე. მისი შენიღბვაც უაზროა. მტკივნეულია იმის აღიარება, რომ ადამიანის მიმართ დამოკიდებულება შეიცვალა.

ნუ იქნებით შემწყნარებელი

შექმენით თქვენი რეალობა და თქვენი ურთიერთობები იმის საფუძველზე, რომ ეს ადამიანი მოღალატეა. ის ცხოვრობს ასეთი პრინციპებით. ყოფილი მოღალატეები არ არსებობენ. ეს არ არის მხოლოდ სამარცხვინო ფრაზა. ეს არის შეხსენება ყველასთვის, ვისაც სიკეთის, გახსნილობის, გულუბრყვილობის გამო შეუძლია იჩქაროს და ისევ საფრთხეში ჩააგდოს თავი.