როგორ გაუშვათ ცხოვრებიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენგან რადიკალურად განსხვავებულები არიან - rogor.ge

როგორ გაუშვათ ცხოვრებიდან ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენგან რადიკალურად განსხვავებულები არიან

ურთიერთობა სახალისო უნდა იყოს. მეგობრები, საყვარელი ადამიანები, თუნდაც ისინი, ვისაც ცოტა ხნით დაუახლოვდით, მაგრამ თქვენგან რეალურად მაინც შორს არიან, უნდა გაუშვათ.

ნუ აწამებთ საკუთარ თავს ან სხვა ადამიანს, რადგან თქვენი შეხედულებები სამყაროზე საერთოდ არ ემთხვევა.

ნუ დაადანაშაულებთ სხვა ადამიანს ზედაპირულობაში, ან ზედმეტ უბრალოობაში.

ნუ ეკიდებით იმ ადამიანებს, ვინც ვერ ამართლებს თქვენს მოლოდინებს - არავინაა ვალდებული დააკმაყოფილოს ისინი.

ხშირად ხდება დაპირისპირებები ადამიანებს შორის, მაგრამ, როგორც წესი, მხოლოდ მცირე ხნით, რათა რაღაც გამოცდილება მისცეთ ერთმანეთს, რამე ასწავლოთ, რომ თვალი გაახილონ რაღაცაზე. მაგრამ თუ ხედავთ, რომ ურთიერთობებს მორალური დისკომფორტი მოაქვს, იცოდეთ როგორ დაემშვიდობოთ დროულად. სხვადასხვა პლანეტაზე მყოფი ადამიანები მუდამ სხვადასხვა ენაზე ისაუბრებენ და ორმხრივად გექნებათ პრეტენზიები.

ცხოვრება ხანმოკლეა, ნუ დახარჯავთ დროს ისეთ ადამიანებზე, რომლებთანაც საერთო არ გაქვთ. ისინი მაინც ვერასდროს გაგიგებენ, თქვენც ვერასდროს გაუგებთ და ბოლოს მხოლოდ ერთმანეთს დატანჯავთ. იყავით მათთან, ვინც ამ ცხოვრებას ისე უყურებს, როგორც თქვენ, ნუ ჩათვლით თავს ცუდად მხოლოდ იმიტომ, რომ სხვა ასე ფიქრობს.

არ არსებობს ცუდი და კარგი, არსებობენ "ჩვენი" და "სხვა" ადამიანები! როგორც კი მიხვდებით, რომ ადამიანი თქვენი არ არის, მადლობა გადაუხადეთ და დაემშვიდობეთ! ნებისმიერ ურთიერთობას უნდა მოჰქონდეს სიხარული და არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ტვირთი. მოძებნეთ თქვენი მსგავსი, ისწავლეთ სხვისი ხმებისა და მოსაზრებების ხმაურში საკუთარი გულის მშვიდი ჩურჩულის გარჩევა, რომელიც არასდროს მოგატყუებთ.