როგორ მოვამზადოთ მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად - rogor.ge

როგორ მოვამზადოთ მიწის ნაკვეთი სახლის ასაშენებლად

სანამ უშუალოდ სახლის აშენებამდე გადახვალთ, მნიშვნელოვანია, რომ წესრიგში მოიყვანოთ ყველა ის დოკუმენტაცია, რომლის საფუძველზეც, თქვენი მშენებლობა კანონიერი და ნებადართული იქნება კონკრეტულ ლოკაციაზე. პირველ რიგში, დააზუსტეთ რა ტიპის მიწის ნაკვეთს ფლობთ და მასზე მშენებლობა კანონით ნებადართულია თუ არა, დადებითი პასუხის შემთხვევაში კი ისიც გადაამოწმეთ, შეზღუდული ხომ არ არის შენობა-ნაგებობის კვადრატულობა. თუ მიწის ნაკვეთის ტიპი უპრობლემოდ იძლევა მშენებლობის შესაძლებლობას, გადაიფორმეთ ის თქვენ ან თქვენი ოჯახის წევრის სახელზე, რათა რეესტრში მესაკუთრის ვინაობა, ნაკვეთის ზუსტი ადგილმდებარეობა და ფართობი ფიქსირდებოდეს. იმისთვის, რომ ფურცელზე დატანილი საზღვრები რეალურად მიწაზე გადმოიტანოთ, რომ განსაზღვროთ საიდან სადამდეა თქვენი ტერიტორია, საჭიროა მიწის აზომვა, აზომვითი სამუშაოების ჩატარება, ნახაზის მომზადება. მისი დახმარებით განსაზღვრავთ იმ 4 წერტილს, საიდან სადამდეც თქვენი მომავალი სახლის ღობე თუ გალავანი ამოშენდება.

მშენებლობამდე დააზუსტეთ თქვენი ნაკვეთის ტერიტორიაზე ან მის სიახლოვეს მოყვანილია თუ არა კომუნიკაციები: ელექტროენერგია, ბუნებრივი აირი, წყალ-კანალიზაცია. ამ ჩამონათვალის მოგვარება ეტაპობრივადაა შესაძლებელი. უპირველეს ყოვლისა, დაწერეთ განცხადება თქვენს არეალში ელექტროენერგიის მომწოდებელ კომპანიასთან, რათა უზრუნველყონ ელექტროენერგიის დისტრიბუცია და ე.წ. „გამრიცხველიანება“. აბონენტის ნომრის მინიჭების და მრიცხველის დამონტაჟების შემდეგ თქვენ უკვე შეძლებთ, რომ ნაკვეთზე ისეთი სამუშაოები ჩაატაროთ, რაც შეიძლება დენის წყაროს მოითხოვდეს. გაგრძელება

წყარო: ss.ge