10 რჩევა, თუ როგორ მოიშოროთ მუცლიდან ცხიმი სწრაფად - rogor.ge

10 რჩევა, თუ როგორ მოიშოროთ მუცლიდან ცხიმი სწრაფად

დაიცავით დიეტა მუცლის ცხიმის მოსაშორებლად

იმის ნაცვლად, რომ ფოკუსირდეთ კონკრეტულ საკვებზე, რომელიც "წვავს" თქვენს მუცლის ცხიმს, უმჯობესია იფიქროთ თქვენს დიეტაზე. არ არსებობს ჯადოსნური საკვები, რომელსაც შეუძლია მუცლის ცხიმის დაწვა. ამ ფაქტორს განსაზღვრავს თქვენ მიერ მიღებულ საკვები და ცხოვრების წესი. რეალურად, მუცლის ცხიმის მოშორება ხდება მაშინ, როდესაც მთელი სხეული წონაში იკლებს. ამის გათვალისწინებით, დიეტაზე ფოკუსირება დაგეხმარებათ ჭარბი ცხიმისა და შაქრის შემცირებაში. თქვენი დიეტა უნდა შეიცავდეს ხილს, ბოსტნეულს, მარცვლეულს და სხვა. ამასთანავე, მოერიდეთ დაკონსერვებულ საკვებს.

როგორ მოიშოროთ მუცელი 50 წლის შემდეგ: კვება და ვარჯიშები

შეამცირეთ შაქრის შემცველი საკვები

შაქრიანი საკვების შემცირება ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული საქმეა. სამწუხაროდ, ეს მაღალკალორიული შაქრიანი საკვები გარდაიქმნება ცხიმად და წარმოქმნის მუცლის ცხიმს. შაქრიანი საკვების შემცირებით, თქვენ გექნებათ გლუკოზის უფრო სტაბილური დონე, რომელიც დააბალანსებს თქვენს ენერგიას და არ გაგიჩენთ სურვილს მიიღოთ სხვა შაქრიანი საკვები. თუმცა, არ დაგავიწყდეთ იყოთ კეთილგანწყობილი საკუთარი თავის მიმართ და დროდადრო ამის ნება დართოთ. გახსოვდეთ, მთავარია ზომიერება.

როგორ მოიშოროთ მუცელი, თუ ლუდს ხშირად სვამთ

თუ შეგიძლიათ, მოერიდეთ დამუშავებულ საკვებს

დამუშავებული საკვები შეიცავს "ფარულ" ცხიმს, ნატრიუმს და შაქარს. ვინაიდან დამუშავებული საკვების მიზანია შენახვის ვადის გახანგრძლივება და საკვების შენარჩუნება, შაქარი, ცხიმი და ნატრიუმი არის რამდენიმე ინგრედიენტი, რომელსაც ისინი იყენებენ ამის მისაღწევად. დამუშავებული საკვების დიეტით, დროთა განმავლობაში შეამჩნევთ ცვლილებებს თქვენს ორგანიზმში. ეს ართულებს მუცლის ცხიმის მოცილებას.

დაამატეთ მწვანე ჩაი თქვენი დილის და საღამოს რუტინას

ეს არის მარტივი და დამამშვიდებელი გზა თქვენი მეტაბოლიზმის გასაძლიერებლად. მწვანე ჩაი შეიცავს ფენოლურ ნაერთებს და გააჩნია ანტიოქსიდანტური შესაძლებლობები, განსხვავაებით სხვა ჩაის ტიპებისგან. მწვანე ჩაის ამ ნაერთებს დიდი წვლილი აქვს მუცლის ცხიმის მოცილებაში.

დალიეთ ბევრი წყალი

უმეტეს შემთხვევაში, როცა შიმშილს ვგრძნობთ, ამის მიზეზი მხოლოდ წყურვილია. დღეში მინიმუმ რვა ჭიქა წყლის დალევა სასარგებლოა ჩვენი ჰიდრატაციისა და მეტაბოლიზმისთვის. თუ აქტიური ხართ, დარწმუნდით, რომ მეტს სვამთ! ატარეთ წყლის ბოთლი და დროულად შეახსენეთ საკუთარ თავს, რომ არ დაგავიწყდეთ!

ჭამეთ, როცა მშიერი ხართ

ჩვენი წყურვილის ნიშნები ხშირად შეცდომით შიმშილის ნიშნად არის მიჩნეული. თუმცა არის შემთხვევები, როდესაც გვსურს ჭამა, რადგან ტელევიზორს ვუყურებთ, ან მეგობარი ჩიფსების პარკს ხსნის. მნიშვნელოვანია იმის გაგება, თუ როდის ხართ რეალურად მშიერი. ეს დაგეხმარებათ ნაკლები კალორიის მიღებაში.

მოძებნეთ ჯანსაღი საკვები ინტერნეტში

ინტერნეტის ფართო ხელმისაწვდომობის მეშვეობით, არ არსებობს საბაბი იმისა, რომ ნაკლებად კრეატიული იყოთ საკვების არჩევისას. არსებობს უამრავი ჯანსაღი ვარიანტი, რომელიც მარტივი მოსამზადებელია. თუ თქვენ ხართ იმ ტიპის ადამიანი, რომელსაც ადვილად ბეზრდება ერთი და იგივე კერძი, უბრალოდ მოძებნეთ ინტერნეტში, რათა იპოვოთ ჯანსაღი და გემრიელი საჭმლის რეცეპტები.

სოდა არ შველის

სოდა, ისევე როგორც მრავალი გადამუშავებული სასმელი, შეიცავს დიდი რაოდენობით შაქარს. 60 წუთიანმა ვარჯიშმაც კი შეიძლება ვერ დაწვას მიღებული კალორიები. გარდა შაქრის შემცველობისა, სოდა არის გაზიანი სასმელი, რაც წონის მომატებასთან ერთად გამოიწვევს მუცლის შებერილობას.

ნუ იქნებით ზარმაცი

თუ ზარმაცი ხართ, ამ რჩევას შესაძლოა გარკვეული ძალისხმევა დასჭირდეს: ყველაზე კარგია სახლიდან წაღებული ჯანსაღი საკვები, შედეგად თქვენ მთელი დღის მანძილზე გააკონტროლებთ, თუ რას შეჭამთ დღის განმავლობაში. ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც ადამიანები ჭამენ გარეთ, არის მოულოდნელი შიმშილი. სახლიდან წაღებული საკვების მეშვეობით თქვენ არა მხოლოდ დაზოგავთ ფულს, არამედ აკონტროლებთ რას ჭამთ და რამდენს.

მოერიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს

ალკოჰოლი შეიცავს კალორიებს. კალორიების გადაჭარბებულმა მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს წონის მომატება. თუ ალკოჰოლის მოყვარული ხართ ან ხანდახან სვამთ, ალკოჰოლის რაოდენობის შემცირება ან თავის არიდება დაგეხმარებათ მუცლის ცხიმის მოცილებაში.

წყარო: lifehack.org