როგორ გავუმკლავდეთ სტრესს სამსახურში ჯანსაღი გზებით - rogor.ge

როგორ გავუმკლავდეთ სტრესს სამსახურში ჯანსაღი გზებით

დაიბანეთ ხელები ცივი წყლით

როდესაც ჩვენ აღმოვჩნდებით ემოციურ მდგომარეობაში, ხელების დაბანა ცივი (თუნდაც გაყინული წყლით) და ასევე სახის დაბანა დაგვეხმარება სწრაფ გამოცოცხლებაში, რათა კვლავ დავიწყოთ ჯანსაღად ფიქრი.

გამოიყენეთ ტვინის იმპულსები სტრესის შესამსუბუქებლად

ინტერნეტში ბევრი უფასო აპლიკაციაა, სადაც შეძლებთ მოუსმინოთ დამამშვიდებელ მუსიკას, რომელიც დაგეხმარებათ გათავისუფლდეთ თქვენი სამუშაოს სტრესისგან. უმეტესობას მოჰყვება დამამშვიდებელი ფონური ხმები, როგორიცაა წვიმა, ტალღების ხმა, ან ქარი, რათა თავი მყუდროდ და მოდუნებულად იგრძნოთ.

დაკავდით სპორტით

ზოგიერთი ადამიანისთვის იოგა და პილატესი საუკეთესო არჩევანია, როცა საქმე სტრესის შემსუბუქებას ეხება. თუმცა, თუ თქვენი სტრესი დაკავშირებულია უფრო ძლიერ ემოციებთან, როგორიცაა სიბრაზე, მაშინ რაღაც უფრო დინამიური გჭირდებათ, როგორიცაა საბრძოლო ხელოვნება, ცურვა და სხვა. ადამიანთა უმეტესობისთვის ძალიან სასარგებლოა სირბილი, რადგან გარკვეულწილად აიძულებს ტვინს სხვა რამეზე გადაერთოს.

არ ჩაიკეტოთ საკუთარ თავში

არ შეგეშინდეთ ისაუბროთ თქვენს პრობლემებზე და სტრესის გამომწვევ მიზეზებზე. თქვენმა მეგობრებმა, პარტნიორმა ან თუნდაც თქვენმა კოლეგებმა მუდმივად უნდა დაგიჭირონ მხარი, რათა არ გაუმკლავდეთ გამოწვევებს მარტო. ზოგჯერ საკუთარი იდეების გამოხატვა და იმის თქმაც კი, რასაც ვფიქრობთ, საკმარისია იმისათვის, რომ თავი უკეთ ვიგრძნოთ.

შეასრულეთ პირადი რიტუალები

თუ თქვენ ძალიან ისტრესებით სამსახურში, უნდა ჩამოაყალიბოთ რუტინა, რომლითაც შეძლებთ განტვირთვას და დაცულად ყოფნას. სტრესის განმუხტვის რიტუალის კარგი იდეაა ბუშტუკების აბაზანები, გემრიელი ჩაის მომზადება, მანქანით გრძელი გზის გავლა და სხვა.

წყარო: lifehack.org