როგორ დავლიოთ და არ დავთვრეთ - rogor.ge

როგორ დავლიოთ და არ დავთვრეთ

უმარტივესი და ეფექტური რეკომენდაცია მდგომარეობს უძველეს ჭეშმარიტებაში: იმისათვის, რომ არ დათვრეთ, ალკოჰოლი უნდა დალიოთ სწრაფად, უცბად გადაყლაპოთ და არ დაიგუბოთ პირში. ფაქტია, რომ პირის ღრუს ლორწოვანი გარსი წარმოუდგენლად სწრაფად ახერხებს მრავალი აქტიური ნივთიერების შეწოვას, როგორიცაა ნარკოტიკი და ალკოჰოლი. ეთილის სპირტი ძალიან კარგად შეიწოვება, თუ ალკოჰოლურ სასმელს პირში იგუბებთ და ამავდროულად მცირე დოზით სვამთ.

გარდა ამისა, შეგიძლიათ დალიოთ 5-6 ტაბლეტი ნახშირი ალკოჰოლის დალევამდე, რადგან ეს ნივთიერება შესანიშნავი სორბენტია და თქვენ მიერ დალეული ალკოჰოლის ნაწილს „ჩაიბარებს“. ალკოჰოლის მიღებისას შეეცადეთ მიირთვათ ბევრი ცხიმიანი ან მჟავე საკვები. მწნილი, ყაბაყი, კიტრი, ლიმონი იდეალური საჭმელია. გარდა ამისა, უფრო ხშირად უნდა გახვიდეთ გარეთ, ან გაანიავოთ ოთახი.

რამდენიმე სახის სასმელის შერევა ერთგვარი "ბომბივითაა". ღვინისა და სპირტიანი სასმელების, პორტებისა და მშრალი ღვინოების ნარევები, ასევე კონიაკი ან არაყი ლუდთან ერთად ყველაზე სწრაფად დამათრობელ ეფექტს იძლევა. არ აურიოთ წითელი და თეთრი ღვინოები. თუ თქვენ სვამთ ძლიერ სასმელებს (ჯინი, არაყი, კონიაკი ან ვისკი), არ დალიოთ მათთან ერთად გაზიანი სასმელები, როგორიცაა ტონიკი ან ლიმონათი. ასეთი ნარევი ძალიან სწრაფად იმოქმედებს თქვენს ორგანიზმზე.